• რეკლამა
  • კონტაქტი
20:31, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – მარნეულში პირუტყვი მასიურად იხოცება

ალია ავტორი - ალია
20:02 08-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში მსხვილფეხა პირუტყვი მასიურად იხოცება.

სოფელში ყვებიან რომ ცხოველები გასულ წელსაც დაეხოცათ, სავარაუდოდ ბრუცელიოზით, წელს კი მიზეზი დაუდგენელია და მათივე თქმით, არც არავინ არ ინტერესდება მდგომარეობით.

„ამ სოფელში გლეხები ძირითადად მესაქონლეობით ირჩენენ თავს, წინა წელსაც დაახლოებით ამ დროს გვეხოცებოდა ცხოველები. მერე გვითხრეს, რომ ბრუცელიოზიაო, თუმცა ყასბები მოვიდნენ და დახოცილი საქონელის ხორცი საკალბასეში წაიღეს ბრუცელიოზი თუ იყო, როგორ გამოდგებოდა ის ხორცი საკალბასეში?!

წელს გაურკვეველია რა იწვევს, არც არავინ არ ინტერესდება, ცოტახნის წინ მინდვრები კალიების გამო შეიწამლა ამაზეც ვფიქრობთ, ან შეიძლება ტკიპა იყოს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში დავრეკე წუხელ, ვიფიქრე გაარკვიონ რა იწვევს პირუტყვის ხოცვასთქო და ცხელი ხაზის ნომერი მომცეს, აქამდე ამ პრობლემით არავინ არ დაინტერესდა“, – ამბობს ადგილობრივმა ნანა გაბაიძემ.

„პრაიმტაიმს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ საღამოს, სოფელ ხიხანის მკვიდრისგან გაიგეს და დღეიდან ადგილზე სპეციალისტები დაიწყებენ მუშაობას.

„გუშინ საღამოს, „ფეისბუქზე“ მოგვწერეს და ცხელი ხაზის ნომერი მივეცი, გავერკვევით დღეს და ადგილზე ვეტერინარები დაიწყებენ მუშაობას, გავარკვევთ მსხვილფეხა პირუტყვის ავადობას რა იწვევს“, – გვითხრეს სეს- ში.

აღსანიშნავია რომ, სოფელ ხიხანში მსხვილფეხა პირუტყვი ყოველ წელს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში იხოცება.

პრაიმტაიმი

თეგები: მარნეული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved