• რეკლამა
  • კონტაქტი
15:27, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – კითხვა, რომლის დასმაც დაკავებით და 1000 ლარიანი ჯარიმით ისჯება – რატომ დააკავეს და დააჯარიმეს რიონის ხეობის მკვიდრი?

ალია ავტორი - ალია
15:49 04-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ფოტო – “მთის ამბები”

“მთის ამბების” ინფორმაციით, რიონის ხეობაში საშიშ პრეცედენტს ჰქონდა ადგილი:

– ხომ შეიძლება წავიდე ოფურჩხეთში და ვიყიდო პური?

– დროებით შეზღუდულია გადაადგილება!

– მაშინ თქვენ გამეგზავნეთ თუ შეიძლება, ბოდიშის მოხდით და მომიტანეთ პური. მშიერი მყავს შვილი სახლში.

ამ სიტყვების გამო, 4 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში მცხოვრები მირიან მაღლაფერიძე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი, დაკავებული იმავე დღეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა.  

დაკავების ამსახველი ვიდეომასალა თვითონ მირიან მაღლაფერიძემ გადაიღო. ვიდეოდან ჩანს, რომ მას ზარათიდან მეზობელ სოფელ ოფურჩხეთში წასვლა სურს, როგორც ამბობს, მაღაზიაში პურის შესაძენად. პოლიციას ზარათში გზა გადაკეტილი ჰქონდა. იმ დღეს კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა და აქტივისტებს მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რომ არ მოეწყოთ, რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდული იყო. ხეობის სოფლებში ათასამდე პოლიციელი და სპეცრაზმი იყო მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლის მანქანაც შეიყვანა, რომელსაც აქციების დაშლის დროს იყენებენ. დღის პირველ ნახევარში, გუმათიდან ნამოხვანის მიმართულებით ჟურნალისტებსაც არ უშვებდნენ.

სოფელი ზარათი რიონის მარცხენა ნაპირზეა, ქუთაისი-ალპანას გზის მეორე მხარეს. ამის მიუხედავად, პოლიცია ქუჩაში გამოსულ ადგილობრივ მცხოვრებლებს ზარათშიც ამოწმებდა და გადაადგილებას უზღუდავდა, რომ ვინმეს ნამოხვანამდე არ მიეღწია და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს არ შეერთებოდა. რიონის ხეობის მცველები 160 დღეზე მეტია ნამოხვანში უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. 3-4 აპრილს, კარვების ტერიტორიიდან გამოსვლა პოლიციამ მათაც შეუზღუდა.

ზარათში, საკუთარი სახლის ეზოდან გამოსულმა მირიან მაღლაფერიძემ სოფელში დიდი რაოდენობით პოლიციელების მობილიზების გამო გაკვირვება ვერ დამალა და ვიდეოს გადაღება დაიწყო. გზაზე ის შეაჩერეს და პირადობის მოწმობა მოსთხოვეს, რაზეც მაღლაფერიძემ უპასუხა, რომ მშობლიურ სოფელში გადაადგილებისას პირადობის მოწმობას თან არ ატარებს. იდენტიფიცირებისთვის მან პოლიციელებს საკუთარი ვინაობა უთხრა და გზის გაგრძელება სცადა იმ განმარტებით, რომ ოფურჩხეთში, მაღაზიაში პური უნდა ეყიდა. პოლიციელებმა მას ვიდეოს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, მაღლაფერიძემ გადაღება გააგრძელა.

– რატომ არ შეიძლება გავლა?

– იმიტომ, რომ არ შეიძლება.

– დატვირთულმა, ცემენტმზიდმა რომ გაიარა ახლა, ის რატომ გაუშვით მაშინ?

– მაგ ცემენტმზიდზე გაქვთ მარტო პრეტენზია თუ სხვაზეც?

– ჩემთან რატომ გაქვთ პრობლემა? მე ზარათელი ვარ, ოფურჩხეთში მივდივარ, პურის ყიდვა მინდა.

– ერთი წუთით, ხომ აქეთ ცხოვრობთ? შეგიძლიათ მიბრძანდეთ სახლში.

– ხომ შეიძლება წავიდე ოფურჩხეთში და ვიყიდო პური?

– დროებით შეზღუდულია გადაადგილება!

– მაშინ, თქვენ გამეგზავნეთ, თუ შეიძლება, ბოდიშის მოხდით და მომიტანეთ პური. მშიერი მყავს შვილი სახლში.

– აქეთ მაღაზია ხომ არის კიდევ?

– არა, არ არის.

– სად გაგეგზავნოთ ვერ გავიგე?! – მიმართავს ამ დროს მირიან მაღლაფერიძეს, სავარაუდოდ, პოლიციის ხელმძღვანელი პირი, რომლის ვინაობის დაზუსტებასაც ვცდილობთ.

– აბა, მაშინ მე წავალ – პასუხობს მას მაღლაფერიძე, რის შემდეგაც პოლიციელი იქ მყოფ სხვა თანამშრომლებს დავალებას აძლევს, რომ ტელეფონი ჩამოართვან. ვიდეოც აქ წყდება.

ჩანაწერში არსად ჩანს მირიან მაღლაფერიძის მიერ კანონის დარღვევის ნიშნები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვკითხეთ, რატომ დააკავეს ზარათის მკვიდრი, რა დააშავა. სამინისტროში განმარტეს, რომ მირიან მაღლაფერიძემ წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა და სამართალდამცავებს არ დაემორჩილა. სამინისტროს ვთხოვეთ, დაეზუსტებინა – რაში გამოიხატა წვრილმანი ხულიგნობა და დაუმორჩილებლობა. „მაგ ვიდეოში არ ჩანს. პოლიციელები შეაგინა“, – განაცხადეს შს-ში.

უწყებას ვთხოვეთ, მოეწოდებინათ მირიან მაღლაფერიძის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დამადასტურებელი ვიდეომასალა ან სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, თუ აქვთ ასეთი. ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოგვაწოდეს. აღნიშნეს მხოლოდ ის, რომ „სასამართლომ მაღლაფერიძე სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა“.

„მთის ამბები“ მირიან მაღლაფერიძესაც დაუკავშირდა.

– მას შემდეგ, რაც ვიდეოგადაღება შეგაწყვეტინეს, პოლიციელების მისამართით ხომ არ შეიგინეთ, ან დაკავების დროს წინააღმდეგობა ხომ არ გაუწიეთ?

– არა, ტელეფონი ჩამომართვეს, ზურგსუკან ხელბორკილები დამადეს და ქუთაისში, განყოფილებაში წამიყვანეს. იქ ოქმი შეადგინეს, მერე სასამართლოში წარმადგინეს და 1000 ლარით დამაჯარიმეს. მოსამართლემ მხოლოდ ის მკითხა, ფიზიკური შეურაცხყოფა ხომ არ მოუყენებიათ. ნამდვილად არავის დაურტყამს.

– გაასაჩივრეთ გადაწყვეტილება?

– არა, არ გამისაჩივრებია. ერთი ზარათელი კაცი ვარ, ოჯახი მყავს. ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება. არც ჯარიმის გადახდას ვაპირებ იმიტომ, რომ არ მეკუთვნის, თქვენც ხომ ნახეთ. უკანონოდ დამიწერეს.

– ვიდეოჩანაწერი როგორ შეგინარჩუნეს?

– ეგონათ, რომ პირდაპირ ეთერში ვიყავი და ვერ წაშალეს. სახლში რომ დავბრუნდი და ვნახე, ტელეფონში იყო და ფეისბუქში ავტვირთე. ასეთი უსამართლობა არ უნდა ხდებოდეს.

„მთის ამბებმა“ ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან უკვე გამოითხოვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები და გადაწყვეტილება. ამ თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ.

თეგები: მთის ამბებირიონის ხეობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved