“გირჩის” ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი “კურიერთან” აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დროს გიორგი რურუას შესახებაც იყო საუბარი – მისივე თქმით, უფრო კონკრეტულად კი საუბარი იყო გიორგი რურუას ე.წ. სამაჯურის პირობით გათავისუფლებაზე.
“მე, უბრალოდ, გაგიზიარებთ, არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ კი, ითქვა, რომ გიორგი რურუას საკითხი გადაწყვეტილიყო სამ თვეში. რაღაც მექანიზმი იყო შემოთავაზებული, რომელზეც არ მახსოვს, რომ რომელიმე მხარე პირდაპირ დათანხმებულიყო, ე.წ. უდო იყო განხილული, ე.წ. სამაჯურით გამოსვლაზე იყო საუბარი… მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე მისულიყო, ასე არ ყოფილა, მაგრამ შემოთავაზებული იყო.
დოკუმენტში ჩაწერილი არ ყოფილა, ეს იყო ზეპირსიტყვიერი საუბარი,“ – ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი “ღამის კურიერში”.
კომენტარები