პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, გადაცემაში “აქტუალური თემა” ძალადობაზე, ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე და ორპოლუსიანობაზე საუბრობს:
“ჩემი აზრით, რა წარმოშობს ძალადობას პოლიტიკაში, წარმოშობს ის თუ რა არის მთავარი ღირებულება პოლიტიკოსების – ლიბერალიზმი, სოციალიზმი, ნაციონალიზმი, რაღაც ღირებულებათა სისტემა, თუ ძალაუფლება? და ამ ძალაუფლებისთვის მზად არიან ყველაფერზე წავიდეს. დღეს ორივე მხარეს, და მეტად ოპოზიციის მხარეს, ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ძალაუფლებისთვის მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ, არც არავის თვალი ანაღვლებთ, არც არავის სიცოცხლე, არც ამ ქვეყნის სტაბილურობა.
ძალადობას რა წარმოშობს? მხარეებს აქვთ პრეტენზია ჭეშმარიტებაზე, დაეჭვება არა აქვთ… ღარიბაშვილს რომ ჰკითხო ის აცხადებს ღვთიურ ჭეშმარიტებს, ზემოდან ჩამოიტანს უფალი და იმას ამბობს, უგულავაზე და სხვებზე აღარ ვამბობ, ჩაკეტილი ხედვა აქვთ, გვერდით რა ხდება ვერ ხედავენ, მიდიან შუბლით და ეჭვი არ უჩნდებათ, იქნება არა ხარ მართალი? ჩვენ საზოგადოებაში კომპრომისი ითვლება სირცხვილად, მე რომ დავთმო რაღაცა – სუსტია, ჩმორი ხარ, არარაობა ხარ, რატომ ბოლომდე არ გადაუარე, რატომ არ მოკალი, თვალი თვალის წილ. როცა ასეთი პრინციპები მუშაობს საზოგადოებაში, ბუნებრივია, ძალადობა წახალისებულია.
რაღაცას ხომ უნდა ვცეთ პატივი? ამ სტუდიაში რომ იყოს მაკო გომური, რომელსაც თვალი გამოთხარეს იმ ძალადობრივ საღამოს და ღრმად ვარ დარწმუნებული ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან რაღაცაზე უკან რომ დაეხიათ, ამ გოგონას ორივე თვალი ექნებოდა… დღეს აქ მაკო გომური რომ მოვიდეს და ათასი იდიოტობა ილაპარაკოს, მე მას ხმას არ გავცემ.. პატივს ვცემ, ის მსხვერპლია, ის დაჩაგრეს…
ისევე როგორც ირინას, ქალბატონ ხათუნას…
ეს პატივისცემა ამ საზოგადოებაში დაიკარგა, მუხრუჭი აღარავის აღარ აქვს.
89 წლისაა ის კაცი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ზოგიერთ ნაბიჯთან დაკავშირებით, ბუნებრივია მეც კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ავად არის, ასაკშია და რაღაცაზე უკან უნდა დაიხიო.
უფრო შორს რომ წავიდეთ, ძალადობას გაცილებით სხვა ფესვები აქვს – საზოგადოება რომელიც ღარიბია, მშიერია, რომელიც თავისი ეკონომიკის ნაცვლად გერმანიის ეკონომიკას აშენებს, თურქეთის ეკონომიკას აშენებს და აქ ბანკები თავზე აწვებიან და სტრუქტურულად ძალადობენ ადამიანებზე, იმ საზოგადოებაში ცეცხლის ანთება ნებისმიერ პროვოკატორს შეუძლია, მათ შორის, ნიკა მელიასაც.
გვყავს ორი ძალა ორივე რადიკალურადაა განწყობილი, ყველა ითხოვს დიალოგს, კომპრომისს, შეუძლიათ ახლა დაამტკიცონ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ შეუძლიათ გადადგან ნაბიჯი სამოქალაქო მშვიდობისთვის.
ხელისუფლებამ გააკეთოს ყველაფერი, რომ ნიკა მელია, რომელიც იქცა საჯილდაო ქვად, გამოვიდეს გარეთ. ოპოზიციამ კი, დავუშვათ, დაიწყოს საუბარი როგორი საარჩევნო კოდექსი გვინდა შემდგომში.
თუ ერთი მხარე იტყვის, რომ ნიკა მელია აუცილებლად უნდა გამოვიდეს და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, მეორე მხარე კი იტყვის, რომ აუცილებლად უნდა იყოს ციხეში და იგივე წესებით გავმართავთ მომავალ არჩევნებს, ისევ გადაგიგრიხავთ ხელებს, მაშინ შეთანხმება არ მოხდება და დაველოდებით, ვისი აჯობებს, ვის მოხვდება დაჭიმული ზამბარის წვერი და ამ მოხვედრას მარტო ოპოზიციის და ხელისუფლების დაზარალება კი არ მოჰყვება, ხალხი ზარალდება, პრობლემები გვერდით რჩება… ნამახვანჰესს აშენებენ, ძირავენ ხალხს, ქობულეთში გოგონა გააუპატიურეს, შემდეგ სცემეს, შემდეგ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და თითქოს მარტო ბაია პატარაიას სალაპარაკო თემაა. ესეთი პრობლემები გვრჩება მიღმა და ვლაპარაკობთ გავრილოვზე და მელიაზე.”
კომენტარები