ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა. როგორც კლინიკის ოფიციალურ Facebook-გვერდზე არის ნათქვამი, ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ:
“გაიცანით ტყუპები, ლილე, სესილი და ანასტასია ისინი რამდენიმე დღის წინ გაჩდნენ ღუდუშაურის განახლებულ სამშობიაროში. ბუნებრივი გზით მიღებული და სწორად წარმართული ორსულობის შედეგად, მეან-გინეკოლოგ მანანა მახარაძის დახმარებით, პატარები ჯანმრთელები მოევლინენ ქვეყანას. ცოტას კიდევ წამოიზრდებიან და სახლში გავაცილებთ, სადაც პატარა ძამიკო, ალექსანდრე ელოდება ერთდროულად 3 ბედნიერებას!”
კომენტარები