• რეკლამა
  • კონტაქტი
11:05, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვიდეო – “ფეხბურთის მოყვარულები ამ შედევრებით ნაღდად ისიამოვნებთ” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:38 06-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ირაკლი მელაშვილი
Facebook-ზე გაზიარება
478
ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი
წლის მთავარი სპორტული მოვლენა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ბავშვობიდან, ალბათ 1978 წლიდან, მოუთმენლად ველოდი ხოლმე ამ საოცარი სანახაობის დაწყებას. მასში მონაწილე გუნდების რაოდენობის კატასტროფულმა ზრდამ, თითქოს ამ შეჯიბრსაც მოაკლო რაღაც განსაკუთრებული მოლოდინის შეგრძნება, რადგანაც თუ უწინ იცოდი, რომ ეს ტურნირი ოთხ წელიწადში ერთხელ თავს ,მოუყრიდა მართლა მსოფლიოს სუკეთესო გუნდებს და ვარსკვლავებს, ახლა ლამის მსოფლიო ქვეყნების მეოთხედი ხვდება ამ ტურნირზე და ბევრ მოანწილე გუნდის კლასს საშუალოზე მაღალს ვერ დაარქმევ. შესაბამისად, მათ მიერ ჩატარებული თამაშების აუცილებლად ყურების სურვილს ნამდვილად ვერ ვგრძნობ. ჩემთვის ასეთების რიგში იყო გუშინ გამართული პირველი ორი თამაში. მექსიკა სამხრეთ აფრიკას კი შევხედე ცალი თვალით, მეორეზე კი წავედი და დავიძინე!
არადა წლების წინ თამაშს როგორ გამოვტოვებდი, უბრალოდ, ჩემთვის ცხადია, რომ პირველ ეტაპზე, როცა ჯგუფიდან არა მხოლოდ პირველ-მეორე ადგილზე გასული, არამედ 8 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადის, ფავორიტები თავს არ მოიკლავენ. ვფიქრობ ძლიერი გუნდების უმრავლესობა ეცდება თამაში დამალოს და ძალების დაზოგვით გავიდეს მეორე ეტაპზე. მითუმეტეს, რომ რასაც გადავხედე, ჯგუფების შემადგენლობა ასეთ შესაძლებლობას იძლევა. ჩემთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატი უკვე აღარაა, ჯერ კიდევ შესარჩევი ტურნირია. აი ნაღდი ჩემპიონატი კი ფლეიოფებიდან დაიწყება.
ახლა თან მინდა ერთი რაღაც შემოგთავაზოთ. უცანური რამაა, მაგრამ ოლიმპიადებსგან განსხვავებით, საფეხბურთ ჩემპიონატებს თითქმის ყოველთვის ჰქონდა დასამახსოვრებელი ოფიციალური ჰიმნები, ან სიმღერები, რომლებიც სრულად ასოცირდებოდნენ კონკრეტულ ჩემპიონატთან. მოვძებნე, გადავავლე თვალი და აღმოვაჩინე რომ ზოგიერთი ჩემპიონატის ჰიმნი მართლა საესტრადო მუსიკის შედევრია, რომლებიც დამოუკიდბელ ჰიტებად იქცნენ და მიუხედავად იმისა რო ათწლულებია გასული მათი ექმნიდან, ბევრი მათგანი დღესაც პოპულარულია.
აქ გთავაზობთ ექვსი ჩემპიონატის ჰიმნს. უფრო სწორად 5 ოფიციალური ჰიმნია, ერთი Vamos Vamos Argentina ოფიციალუი ჰიმნი არ იყო, მაგრამ იმ ჩემპიონატის სიმბოლოდ იქცა მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის მაშინდელი მმართველი სამხედრო ხუნტის ხემძღვანელმა, ვიდელამ, ჩემპიონატის ჰიმნის მუსიკა ლეგენდარულ კომპოზიტორ, ენრიო მორიკონეს შეუკვეთა, თუმცა ხალხმა ის არ მიიღო და ყველა ნაკლებად ცნობილი მუსიკოსების ფერნანდო სუსტაიტას, ენრიკე ნუნიესის და როკე მელიასეს „Vamos, Vamos Argentina“-ს ატრიალებდა. როგორც ჩანს, არგენტინელებმა ასე გამოხატეს მმართველი ხუნტის მიმართ პროტესტი.
მოკლედ, აგერაა ამ ჰიმნების ლინკები, გარწმუნებთ რომ ფეხბურთის მოყვარულები და არა მარტო ისინი, ამ შედევრებით ნაღდად ისიამოვნებთ. ნუ ჩემი თაობის ხალხს კი ახალგაზრდობა გაგვახსენდება, პატარა კურცხალიც კი შეიძლება მოგვადგეს, სასიამოვნო ნოსტალგია მოგვაწვეს და ა.შ. ჰო, მართლა, ვინც არ დაიზარებთ, მოიწერეთ რომელია თქვენი აზრით საუკეთესო სიმღერა. მერე დავიანგარიშებს და გამოვაქვეყნებ.
• არგენტინა 1978 – Vamos Vamos Argentina
https://www.youtube.com/watch?v=srOF6xodMZE…
• იტალია 1990 – Un’estate italiana
https://www.youtube.com/watch?v=Jh3IpG5GuzI…
• საფრანგეთი 1998 წელი – The Cup Of Life – Ricky Martin (“Here we go! Ale, ale, ale!”)
https://www.youtube.com/watch?v=CBfSeqfeggI
• სამხრეთ აფრიკა -2010 Shakira – Waka Waka (This Time for Africa)
https://www.youtube.com/watch?v=pRpeEdMmmQ0…
• ყატარი – 2022 წელი Hayya Hayya (Better Together)
https://www.youtube.com/watch?v=vyDjFVZgJoo…
• ინგლისი – 1966 წელი «World Cup Willie»
https://www.youtube.com/watch?v=mzaMjM4Ra7o&list=RDmzaMjM4Ra7o&start_radio=

თეგები: ირაკლი მელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved