მწერალი, ირაკლი კაკაბაძე ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“როგორც საქართველოში მაჰათმა განდის ფონდის პრეზიდენტი, აგრეთვე ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას არაძალადობრივი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის რიგითი წევრი ვთვლი, რომ ეს ადამიანები: მორგოშია, მახარაძე და მათი თანა-ორგანოზატორები უნდა დაისაჯონ ლექსო ლაშქარავას ცემისათვის, რომელსაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. და ამავე დროს ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზებისათვის. ესენი არიან ადოლფ ჰიტლერის მოძმეები, რომლებიც პირდაპირ ეთერში არ ერიდებიან ძალადობის პროპაგანდას – და მარტო ეს ქმედება უნდა იყოს დასჯადი. საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა ყოველთვის იყო ძალადობის წინააღმდეგი – და მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია (სხვებთან ერთად) იყვნენ არაძალადობის ჩემპიონები საქართველოში. ეს ჟღვლინტიანი ფაშისტები, რომლებიც მოსკოვიდან ნაცი ზონდერების ხელით ფინანსდებიან – უნდა სასრაფოდ წარსდგნენ კანონის წინაშე.
შეხედეთ და განსაჯეთ თვითონ.”
კომენტარები