• რეკლამა
  • კონტაქტი
01:33, სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ, უნდა შევიდეთ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:28 04-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საზოგადოებას და “ენმ”-ს:

“მივმართავ საზოგადოებას და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივს:

მთელი ეს თვეები ვიბრძვით, რომ მოპარული არჩევნების შედეგები გაუქმდეს და ჩატარდეს ახალი არჩევნები. მივაღწიეთ იმას, რომ ეს თვეები ოპოზიცია ინარჩუნებდა ერთიანობას, მივაღწიეთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას და მადლობელი ვარ ამერიკელების და ევროპელების.

ის დოკუმენტი რომელიც დაიდო, შეიცავს ბევრ ხარვეზს და შორს არის იმისგან რაც ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს, მაგრამ იქ არის ორი მთავარი რამ, პირველი ის, რომ ჩვენი პარტიის გმირული თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე, როგორც გიორგი რურუა. ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე, მაგრამ მას შემდეგ რაც ის დატოვებს საპატიმროს, მე მინდა მოვუწოდო “ნაციონალურ მოძრაობას”, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, ამ შეთანხმებაში მთავარი მეორე პუნქტია, შემოდგომაზე პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, 43 % ბარიერი, ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის უკვე დაშვება რიგგარეშე არჩევნების და რეფერენდუმი.

შემოდგომაზე ჩვენ ის უნდა მოვიგოთ ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, უნდა შევიდეთ იმ პარლამენტშიც, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ, უნდა გამოვიყენოთ ბრძოლის ყველა ფორმა.

მინდა გითხრათ შემდეგი გადაწყვეტილების შესახებ, მეც მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ჩემი სიცოცხლისთვის, თუ ჩემი თავისუფლებისთვის, მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი.”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს
ახალი ამბები

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს

16:53 12-08-2025
ახალი ამბები

რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე? – თიბისი

15:42 12-08-2025
ახალი ამბები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

15:10 12-08-2025
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:35 12-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved