“პლაკატები მქონდა გაკრული… ვიყიდე ოთხი სანათი, მაგიდის… საღამოს საკანი გაჩახჩახებული ოთახი იყო” – ნიკა მელიას მოგონებები ციხეზე
შტურმით ამიღეს, შემოვიდნენ პარტიის ოფისში, ერთი ადამიანი მეცნო, მერე შსს-ში წაგვიყვანეს, იქაც წამოვიდა და მერე ციხემდე მომაცილა. ძალიან თავაზიანად იქცეოდა [პოლიციელი]. სანამ მემშვიდობებოდა, მის მანქანაში ვარ, რუსთავში მივდივართ 120-ით და გზაში მეუბნება, რომ “ეს სად ვცხოვრობთო, ეს საბანძეთი ხომ უნდა დამთავრდესო. – ჰყვება ნიკა მელია.
კომენტარები