• რეკლამა
  • კონტაქტი
17:39, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

ალია ავტორი - ალია
16:47 10-09-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15

თბილისში, საერთაშორისო ფორუმი Fusion Georgia 2026: Banking & Retail გაიმართა, რომელმაც 300-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა საქართველოდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და ლიეტუვადან.

საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია BS/2-ის ორგანიზებით, ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა და ქვეყანაში კომპანიის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად იქცა. Fusion-ის სერიის მეექვსე ფორუმმა საბანკო და რითეილ სექტორებს მოუყარა თავი; ორი თემატური ბლოკი მათ გამოწვევებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს დაეთმო. სერიის წინა ღონისძიებები ყაზახეთსა და უზბეკეთში გაიმართა.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დარიუს ვიტკაუსკასმა.

„საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ბაზარია, სადაც საბანკო და რითეილ სექტორებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს. Fusion Georgia ამ სექტორებსა და ტექნოლოგიურ პარტნიორებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო გადაწყვეტილებები ქართული კომპანიების საჭიროებებს მოვარგოთ და ხელი შევუწყოთ მომსახურების გაუმჯობესებასა და ბიზნესის ეფექტიანობის ზრდას“, – განაცხადა ბს/2 ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, ემილიო კირისმა.

“ბაზისბანკ ჯგუფი დღეს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზეა. ლიბერთის და ბაზისბანკის, ამ ორი ფინანსური ინსტიტუტის გაერთიანება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, განვავითაროთ ციფრული სერვისები და მომხმარებლებს კიდევ უფრო კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ციფრული და ფიზიკური საბანკო არხები ერთიანად ვითარდებოდეს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ბანკომატების ქსელის მოდერნიზაციას, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს.

მჯერა, რომ ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორიცაა BS/2, შევძლებთ კიდევ უფრო თანამედროვე და ინოვაციური საბანკო მომსახურების შექმნას საქართველოში.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა გაერთიანების შედეგი ყოველდღიურ მომსახურებაში იგრძნოს – მეტი ხელმისაწვდომობით, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით და უკეთესი საბანკო გამოცდილებით”, – განაცხადა გიორგი ქოროღლიშვილმა, ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ციფრული ოფისის ხელმძღვანელმა.

ღონისძიებამ გააერთიანა საბანკო, ფინტექ, მიკროსაფინანსო, რითეილ, ელექტრონული კომერციისა და ტექნოლოგიური სექტორების, ასევე პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები. მონაწილეებს შორის იყვნენ ქართული ბანკებისა და კომპანიების, Mastercard-ის, Visa-სა და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ექსპერტები.

BS/2-ის შესახებ

BS/2 საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც საბანკო და რითეილ გადაწყვეტილებების შემუშავების 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. კომპანია ორგანიზაციებს პროცესების ავტომატიზაციაში, თვითმომსახურების ინფრასტრუქტურის მართვასა და ციფრული სერვისების დანერგვაში ეხმარება. BS/2 არის Penki Kontinentai Group-ის წევრი და მომსახურებას მსოფლიოს 80 ქვეყანაში უზრუნველყოფს.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

14:22 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved