• რეკლამა
  • კონტაქტი
14:26, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – ბადრაგი თავში გამეტებით ურტყამს პატიმარს – დარღვევები ციხეში

ალია ავტორი - ალია
15:48 01-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
314

იუსტიციის მინისტრი თავად ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს პატიმრები მის თანამშრომლებს.

სულ 5 ფაქტია – გაურკვეველია, მხოლოდ 5 შემთხვევა მოხდა დაპირისპირების, თუ დანარჩენი შემთხვევები იმდენად მძიმეა, არ უნდა ვნახოთ.

ამ ხუთი ფაქტიდან, პირველში – ნათლად ჩანს, რომ რაღაცას ითხოვს პატიმარი სამედიცინო პერსონალისგან, რას შეიძლება პატიმარი ექიმს სთხოვდეს – ამაზე პასუხი მინისტრს ექნება.

მეორე შემთხვევაში, თავდასხმა იმდენად მოულოდნელი იყო, დაცვაც კი არ ელოდა, თავდასხმა გამოიწვია რაღაც სიტყვებმა, დიდი ალბათობით, მაგრამ დაცვა რომ მდგარიყო ექიმსა და პატიმარს შორის, რომ არ ყოფილიყო წამომჯდარი ტუმბოზე – თავდასხმას აირიდებდა.

დანარჩენ სამ შემთხვევაშიც ჩანს რომ პატიმარს, პრეტენზია აქვს კონკრეტულ თანამშრომელთან და არა ყველასთან, თუმცა, მეორე პირი, რომლისკენაც პატიმარი არ იწევს, ისევ და ისევ არ დგას – პატიმარსა და იმ ბადრაგს შორის, რომელი ბადრაგის მიმართაც პრეტენზია აქვს.

ყველაზე სავალალო მეხუთე ფაქტია, სადაც ბადრაგს, რომლის წონაც მინიმუმ ორჯერ აღემატება პატიმრის წონა, ხვდება პატიმრის ხელი ყურთან და პასუხად, მუშტებს ურტყამს თავში პატიმარს, რომელსაც რამდენმე ბადრაგი აკავებს.

ამ მეხუთე შემთხვევის აცილებაც შესაძლებელი იყო, რადგან, აქაც პატიმარს, როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ ბადრაგთან აქვს კონფლიქტი.

ბადრაგის თანამშრომლებიდან, ზოგს აცვია ფორმა, ზოგს – არა, ზოგი – ჯინსითაა, ზოგი ფორმით და გარკვეველია, ვინ იღებს პატიმრის შეჩერებაში მონაწილეობას.

ვიდეოდან ისიც თვალნათლით ჩანს, რომ პატიმრებს ყველა ბადრაგის მიმართ არა აქვთ პრეტენზია, განსაკუთრებით კარგად ეს პირველ ვიდეოში ჩანს – სადაც, პატიმარს პრეტენზია მხოლოდ სამედიცინო პერსონალთან და მათ ნივთებთან აქვს და ბადრაგს უსმენს ბოლოს კიდეც.

რას გვეუბნება ამ ვიდეოს გავრცელებით მინისტრი?

გვეუბნება, რომ ციხეში პრობლემებია.

გვეუბნება, რომ ბადრაგი არ იცავს ელემენტარულ წესებს, თუნდაც დგომის წესს (ჩაცმაზე რომ არ გამოვეკიდოთ) – ექიმსა და პატიმარს შორის.

ქალბატონმა მინისტრმა რომ იცოდეს, ციხე გამოიგონა კაცობრიობამ იმისთვის, რომ დამნაშავე, მოძალადე გამოვაცალკეოთ საზოგადოებისგან, თორემ, ძალადობის აღმოფხვრა რომ ძალადობითვე შეიძლებოდეს – ციხეში რატომ დავარტყათ? – გარეთ ვცემთ და გამოსწორდება.

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved