დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, კომიტეტის სხდომაზე ამბობს, რომ როცა პარლამენტში შევიდა, იმედი ჰქონდა, რამე სასარგებლოს გააკეთებდა ქვეყნისთვის. ის საუბრობს მოსახლეობის პრობლემებზე და ამბობს, რომ ხალხი გაჭირვებაშია, წვიმაში, ტალახში, სიცივეში, 2 კაპიკის სანახავადაა ქუჩაში გამოსული და უიმედობაშეპყრობილი ქვეყანას ტოვებს.
ელისაშვილი:
–სხვა პრობლემა ამ ქვეყანაში არ იყო, ეს დავიდარაბა რომ არ შემოგეტანათ? ყველაფერი მვაგვარეთ, ერთი დარჩა არასამთავრობოები, ვინც მართლა მუხლჩაუხრელად მუშაობს? გუდიაშვილის მოედანი კარგად რომ გაკეთდა, მერე ხომ კარგად გიხაროდათ? აგენტები ვიყავით და ჯაშუშები? ეს უნდა მიძახოთ? სხვა დარდი არ არის ამ ქვეყანაში?
ამდენი ხნის განმავლობაში, სხვა პრობლემა ვერ დავინახეთ? რუსის ტანკი რომ თბილისში არ შემოვიდა, იმათი დამსახურებაა, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის კი არ ეშინიათ? ხორბალი რომ შემოგვიტანეს, საჭმელი რომ არ იყო და რას ვჭამდით ვინ იცის… ის ხალხი გვეუბნება, ნუ აკეთებთ ამას, ეს არის ის, რაც ერთი–ერთში გააკეთა რუსეთმა და პუტინმა და რატომ აკეთებთ? სხვა პრობლემას ვერ ხედავთ? წამო, გავიაროთ ნავთლუღის ბაზარში, იქ რომ გაჭირვებული ხალხია… ამაზე ფიქრობს ხალხი, ოღონდ აგენტების კანონი მიიღონო, ესღა დარჩაო?
ყველა გირჩევს ნუ აკეთებ ამას, ხო იცი, რაზეც ვლაპარაკობ, მაინც რატომ აკეთებ? მოდი, ალალად გვითხარი, პატიოსნად, რომ გვინდა რუსეთი. მე რომ გუდიაშვილის მოედანს ვიცავდი, აგენტი ვიყავი? შენ მეუბნები, რომ მე ვარ აგენტი. სულაც არ მინდა ამაზე ვლაპარაკობდე, ვეტერანებზე მინდა გელაპარაკო, რა დროს ეგ არის, რატომ აკეთებთ ამას, რატომ? რატომ აკარგვინებთ ქვეყანას პერსპექტივას? ალალად და პატიოსნად მითხარით, ხო, ასეთი “ხოში” მაქვს რუსეთში მინდა შევიყვანო ეს ქვეყანა. არ გახდება ეს ქვეყანა რუსეთი, რაც გინდათ მიიღეთ და რაც გინდათ გადაიღეთ.
კომენტარები