• რეკლამა
  • კონტაქტი
21:20, ოთხშაბათი, 6 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – 200 კაცს წამოგვარტყეს, მარტო მე კი არა ვარ “ჩმორიო”… ონლაინ ვმუშაობ და ვიღლებიო, – შენ იღლები და ჩვენ ვერ ვმუშაობთ – ალექსანდრე პაიკიძე

ალია ავტორი - ალია
21:30 02-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს:

“რაღაცნაირი ფონი იქმნება, ძალიან ამაზრზენ თემებზე გვიწევს საუბარი.

კრიტიკას ვერ იტანს ვერავინ, ყველას ჰგონია თავის საქმეს აკეთებს ისე, რომ მას არავინ უნდა შეეხოს. 1 წელი ვცდილობთ დიპლომატიურად მივუდგეთ, მოვეფეროთ…

საბიუჯეტო სექტორზე მაქვს ლაპარაკი, მთავარ არგუმენტს ვისმენს – ხალხს ვეხმარებითო – რად მინდა შენი დახმარება, ამოიღე ხმა, თქვი ხელფასი საიდან მოგდის შენ. შენ რომ ერთი წელი კარგად ხარ და მე ცუდად ვარ, ასე არ ხდება. პერსონალურად ჩემზე არ ვამბობ, ასიათასი ადამიანია ჩემ დღეში.

როგორ არ გრცხვენიათ? ახლა რომ სახელმწიფო ხელფასს იღებთ, თქვენი შვილების ფულს იღებთ. ამოიღეთ ხმა, აღარ არის სხვა საშუალება. საიდან იღებთ ხელფასს, რატომ არ კითხულობთ?

ნუ გვაბულინგებთ, ჩვენ ხომ ვმუშაობთო, ამბობთ და რომ მუშაობთ, ხელფასს საიდან იღებთ? რომ მუშაობთ, ჩვენც გვინდა მუშაობა… მე ონლაინ ვმუშაობ, ძმაო, იცი, როგორ ვიღლები? – შენ იღლები და მე ვერ ვმუშაობ…

არ მოსულა, მასე. ყველანი მოდით გონს. გვართმევს ბანკები, ყველაფერს გვართმევს, იმიტო რო ხმას არ იღებთ, გრცხვენიათ და გეშინიათ. მთელი ქვეყანა არის ერთი დიდი მშიშარების კრებული – 200 კაცს წამოგვარტყეს, ორასივე ჩუმადა ვართ, მარტო მე ხომ არ წამომარტყეს, მარტო მე კი არა ვარ “ჩმორი”… – არა არის, ძმაო, ეგრე…

ვალს იღებს სახელმწიფო რომ შენ გარჩინოს, “იმენა” შენ, ახლა სახელმწიფო სამსახურში რომ ხარ და აქეთ დასცინი ვინც აქციაზე გამოდის, დასცინი გაჭირვებულ ხალხს. რა ამაზრზენი ტიპები ხართ, თქვენი გამართლებებით… არა გაქვთ გონება გავიგე, მაგრამ სინდისს და გულს მაინც მოუსმინეთ – შეუძლებელია, არ შეიძლება ასე გაგრძელება.

50 მილიონი იყო პრემიერის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2020 წლის დასაწყისში, ეს არის ერთადერთი ფონდი, საიდან გასული თანხაც არ კონტროლდება, არ აღიწერება არსად, შეცვლილი ბიუჯეტის ფარგლებში 721 მილიონზე ავიდა ეს თანხა – სად წავიდა ეს 721 მილიონი, იკითხეთ?

კოვიდს ებრძვი თურმე, რა კოვიდს ებრძვი, ხომ არ გაგიჟდი, კოვიდი გებრძვის ხელისუფლებასთან ერთად – შენ, ყველას… ეს არის სიმართლე.

ჯერ იყო და ნაცმოძრაობა მოდის, ნაცმოძრაობა მოდისო, ამითი ხომ ტვინი უღუნეს ხალხს და ახლა მაგარი რაღაცა გააძრეს – ვაიმე, პოლიტიკოსები… ოპოზიციის პოლიტიკოსები არიან საზიზღარი ტიპები და ესენი კაი ტიპები არიან… რა ნასხვავებაა ოცნების პოლიტიკოსსა და ოპოზიციის პოლიტიკოსს შორის? მე არც ერთ ორგანიზაციას არ წარმოვადგენ…

თქვენ ყველანი ხართ მშიშრები და ყველანი ცხოვრობთ თქვენი შვილების ხარჯზე… ათი წლის მერე თქვენმა შვილებმა რაც უნდა გააკეთონ, იმას ჭამთ ახლა თქვენ, ასე სხედხართ გატრუნულები და იმას ჭამთ…

ჩემ ნათესავებს და ჩემ მეგობრებს ვგულისხმობ პირველ რიგში, გატრუნულები რომ არიან და ხმას არ იღებენ ერთი წელია, მოიკითხე თქვენ ირგვლივ ვინმე… წაიღო ბანკმა ყველაფერი, ხვალ დილას რომ გამოხვალთ, ერთი ტიპის ხელში დაგხვდებათ ყველაფერი, პურზე რო გეტყვის 5 ლარიაო, გადაიხდი, იმიტო რო, მეორე მაღაზია არ იქნება, სადაც 3 ლარად იქნება პური, გაიგე? ოპოზიცია რომ ზის, თქვას, რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს პარლამენტს.

გამყრელიძის ხასიათზე უნდა იყოს დამოკიდებული? წადი, ბიჭო, ვინა ხარ, საიდან მოხვედი, რომელი მთავარანგელოზი შენა ხარ. რატომ შექმენით ეს ხატი – უკვდავები ხართ?

ეს არის პოლიციის ფუნქცია? კრიმინალს უნდა სდიოს და ნიღბებზე დაგვსდევენ… სამსახურიდან რომ გაუშვებენ, გავიგეთ, მაგრამ ყველამ უნდა თქვას, ჩვენც გაგვიშვეს ნახევარი მილიონი ადამიანი სამსახურიდან.

შვილების დაცვის ეგიდით, უსპობთ შვილებს მომავალს. ვერაფერს ვერ ვეღირსებით, ყველაფერი გაძვირდება, თქვენი ხელფასი 2 თვეში იქნება 2 შაური… ხალხის ნაწილს დასაკარგი აღარაფერი აქვთ უკვე… თქვენ თუ დასაკარგი გაქვთ, ვალების ხარჯზე გაქვთ დასაკარგი. იმიტოა გახარია თითს რომ იქნევს, ვალად აიღებს ფულს და თუ არ მომინდება არ მოგცემო, ამბობს.

ვინ უნდა მიწესებდეს წესრიგს, შევარდნაძის დროინდელი, კორუმპირებული გამყრელიძე? თუ არ იციან, სამედიცინო სივრცე რომ არის გატრუნული, ვინ არის გამყრელიძე! იკითხეთ შიდა სივრცეში.

ქვეყანა არის ხალხის ერთობლიობა. მე რომ კენჭს ვიყრიდე, ვიქნებოდი ჩუმად, ისევე როგორც არიან ჩუმად ოპოზიციის დიდი ნაწილი, ძალიან პატარა გამონაკლისის გარდა – ხმას არ იღებს ამაზე არავინ, იმიტომ რომ ისინიც ლობისტები აირნა რაღაცეების და მაიმუნები, ისევე, როგორც ხელისუფლება.

როგორც გინდა ისე იცხოვრეთ და ჩუმად მაინც იყავით, თუ საქმის კეთება არ გინდათ და ხალხს ნუ უშლით ხელს, ფუფუნებას კი არ ვითხოვ და შამპანიურების სმას – 4 შვილის მამა გეუბნებით ამას. 4 ძმაკაცი შემიძლია მოვიყვანო, რომელსაც ასევე 4 შვილი ჰყავს – 16 შვილი გვყავს ჯამში… ეს ის ხალხია, ვინც საქმეს აკეთებს და რომ დასჭირდეს ომშიც წავლენ. ჩემნაირები არიან მერე, რაღაცა რომ ემართებათ და ამბობენ, უი, მოკვდა საწყალიო და მერე ისევ აქ რჩებიან…”

თეგები: ალექსანდრე პაიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

10:57 08-05-2025
„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული
ახალი ამბები

„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული

17:24 08-04-2025
კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა
ახალი ამბები

კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა

17:21 08-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved