• რეკლამა
  • კონტაქტი
12:41, შაბათი, 21 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვგმობთ დამოუკიდებელ მედიაზე ივანიშვილის რეჟიმის სისტემურ თავდასხმას” – მედიაკოალიცია

ალია ავტორი - ალია
14:11 06-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

მედიის ადვოკატირების კოალიციის საგანგებო განცხადება –  კოალიცია, რომელიც 17 დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციას აერთიანებს, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” კოორდინირებულად ებრძვის დამოუკიდებელ მედიას.

მესამე წარმომადგენლები “ოცნების” მმართველობას “რეჟიმს” უწოდებენ.

  • “მკაცრად ვგმობთ დამოუკიდებელ მედიაზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ და სისტემურ თავდასხმას” – წერია განცხადებაში.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ “სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, რომელიც ასეთ რთულ გარემოში აგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას”.

მათივე შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ ბოლო პერიოდში ინიციირებული და მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა მიზანმიმართულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების წვდომას ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე”.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, “ქართული ოცნების”  მხრიდან ბიზნეს კომპანიებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ კონტრაქტები დამოუკიდებელ მედიასთან შეწყვიტონ და ამ გზით დამოუკიდებელ მედიაზე მოახდინონ ზეწოლა”

მედიის ადვოკატირების კოალიცია მკაცრად გმობს დამოუკიდებელ მედიაზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ და სისტემურ თავდასხმას და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, რომელიც ასეთ რთულ გარემოში აგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას.

სინდისის პატიმარი – მზია ამაღლობელი – დამოუკიდებელი მედიის ერთ-ერთი სიმბოლო – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორი, მზია ამაღლობელი, კვლავ პატიმრობაში რჩება. მისი საქმე, ისევე როგორც სხვა სინდისის პატიმრების საქმეები, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც პროცესების მიმდინარეობისას ნათლად ჩანს.

ფიზიკური ძალადობა მედიის წინააღმდეგ – პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე დამოუკიდებელი ჟურნალისტებზე თავდასხმისა თუ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინციდენტებიდან არცერთი საქმე არ არის გამოძიებული და არცერთი მოძალადე პასუხისგებაში მიცემული, რაც ამყარებს დაუსჯელობის განცდას და ხელს უწყობს ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას.

სამართლებრივი რეპრესიები – „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში ინიციირებული და მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა მიზანმიმართულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების წვდომას ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა საჩივრით და პარტიისთვის არასასურველი სიტყვებისა და ტერმინების გამოყენების გამო  „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“  სამართალდამრღვევად ცნობა და დასანქცირება მოითხოვა.

აღნიშნულ საქმეებს განიხილავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის თავმჯდომარე, დასანქცირებული კახა ბექაური, უკვე შეყვანილია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილი პირების სანქცირების რეკომენდაციასაც, ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერისთვის, იძლევა ევროპარლამენტის რეზოლუცია.

საზოგადოებრივი მაუწყებელი – “ქართული ოცნების” სამსახურში – საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი ვითარება უკვე აშკარად აჩვენებს, რომ მისი ხელმძღვანელობა ემსახურება “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესებს. დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე მონაწილეობენ დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების დევნასა და დათხოვნაში. მაუწყებელი დღითიდღე ემიჯნება საზოგადოებას და რეალურ ფუნქციას კარგავს, რასაც მოწმობს სარედაქციო პოლიტიკის ტენდენციური შინაარსი და განსხვავებული მოსაზრების მიზანმიმართული უგულებელყოფა.

სასამართლო შენობებში კამერების აკრძალვა – დახურულ საჯარო უწყებების სიას დაემატა სასამართლო სისტემაც. გასულ კვირას მედიას კვლავ შეეზღუდა კამერებით შესვლა სასამართლო შენობებში – მაშინ, როცა ერთდროულად მიმდინარეობდა რამდენიმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პროცესი. ეს ნაბიჯი არღვევს საჯაროობის პრინციპს და ხელს უშლის საზოგადოებას სასამართლო პროცესების მონიტორინგში.
ჟურნალისტების დაჯარიმება -მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე კვლავ გრძელდება სისტემური ზეწოლა – მათ ყოველდღიურად აჯარიმებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი უწყვეტი საპროტესტო აქციების გაშუქებას ცდილობენ. ეს პრაქტიკა წარმოადგენს თავისუფალი პრესის დევნის პირდაპირ მაგალითს.

ეკონომიკური ზეწოლა – დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება ფინანსური ბერკეტების  საშუალებით.უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების აკრძალვასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ ბიზნეს-კომპანიებზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მათ შეწყვიტონ კონტრაქტები დამოუკიდებელ მედიასთან. ბიზნესს აიძულებენ, უარი თქვას მაღალი რეიტინგის მქონე არხთან თანამშრომლობაზე.

მიზანმიმართული დეზინფორმაცია- დამოუკიდებელი მედიასა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უწყვეტად მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია. ამით “ქართული ოცნება” ცდილობს საზოგადოებაში მედიისადმი უნდობლობის დათესვას და ინფორმაციის ობიექტური წყაროების დისკრედიტაციას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას და აგრძელებს მათ მხარდაჭერას დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და უკეთესი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ქართველი საზოგადოება იმსახურებს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, რომელიც უზრუნველყოფს სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მოქალაქეთა სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.

მედიის თავისუფლება არის ფუნდამენტური ღირებულება, რომლის დაცვაც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის”, – განაცახადეს მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრებმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved