დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე:
“ჩვენ ვგეგმავთ, სამეცნიერო საბჭოს წინაშე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ 16-17 წლის მოზარდები ავცრათ ფაიზერით. მოგეხსნებათ, რამდენიმე ქვეყანამ “ფაიზერით” აცრა დაიწყო 12 წლიდან და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, გვექნება საკმარისი დოზები და შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ეს ჯგუფებიც ავცრათ. რა თქმა უნდა, დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ამ თვალსაზრისით”
ამჟამად, საქართველოში არსებული ვაქცინები მხოლოდ 18 წელს ზემოთ პირებისთვისაა დაშვებული. გამონაკლისია “ასტრაზენეკა”, რომლითაც იმუნიზაცია მხოლოდ 45 წელს ზემოთ პირებს უტარდებათ.
კომენტარები