• რეკლამა
  • კონტაქტი
18:10, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვეცდები მისი თხოვნა დაგვიანებით მაინც შევასრულო…” – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
10:25 09-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მედიკოსი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას შესახებ წერს.

“Nico Khvaratskhelia მეორე დღეა ადგილს ვერ ვპოულობ.

არ არსებობს იმაზე დიდი უსამართლობა რაც ამ ბიჭის მკვლელობაა.

მე კი ჩემი სინანულიც მაქვს ნიკოსთან… უკვე ვეღარ მოვასწრებ შეცდომის გამოსწორებას, მაგრამ ვისწავლი, რომ არასდროს გადავდო მიცემული პირობის შესრულება.

ცოტახნის წინ დამიკავშირდა და მთხოვა მისი პლატფორმის მომხმარებელი გავმხდარიყავი და იქ მეწერა, ფეისბუქთან ერთად ან თუნდაც ფბ-ის ნაცვლად. შემომთავაზა დიდი აუდიტორიისთვის კოვიდთან დაკავშირებულ კითხვებზეც მეპასუხა იმავე პლატფორმიდან. ვერ ვინელებ, რომ ინტერივიუზე დროის სიმცირის გამო ვუთხარი უარი. მოვუბოდიშე, სოციალურ ქსელში აქტიურობას ისედაც ვერ ვახერხებ ჩემი გრაფიკის გამო და ორი პლატფორმიდან წერა გამირთულდებათქო. ანგარიში შევქმენით, მაგრამ მასთან აქტიურობა ვეღარ მოვასწარი. ფეისბუქმა მთლიანად შთანთქა ჩემი თავისუფალი დრო.

ვერ ვინელებ, რომ სათანადოდ ვერ დავაფასე მისი მონდომება, ქართული, სრულიად განსხვავებული და საინტერესო პლატფორმა განევითარებინა უმოკლეს დროში.

ჩემს სინანულს უკვე აზრი აღარ აქვს. დამაგვიანდა… ვეცდები მისი თხოვნა დაგვიანებით მაინც შევასრულო.

ესეც ჩემი ანგარიში Feedc-ზე. უახლოეს დღეებში ავითვისებ Feedc-ის წესებს და აუცლებლად დავწერ მისთვის.

მაპატიე, მომავლის ბიჭო, რომ ასე დამაგვიანდა. ვერ ვისარგებლე შენთან ურთიერთობის შესაძლებლობით.

ალბათ რამდენს ვისწავლიდი შენგან”, – წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ვერაზე, სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved