• რეკლამა
  • კონტაქტი
23:19, შაბათი, 21 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვერ ვხვდები განსხვავებას რეპროდუქციის შედეგად და სქესობრივი აქტით ჩასახულ ბავშვს შორის… ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ასე და­ი­ბად­ნენ, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებთ” – იაგი ხვიჩია გაბუნიას

ალია ავტორი - ალია
18:02 11-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

“გირ­ჩის” დე­პუ­ტატ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ პარ­ლა­მენ­ტში, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს თა­მარ გა­ბუ­ნი­ას, რო­მელ­მაც კა­ნონ­მდებ­ლებს “რეპ­რო­დუქ­ცი­ის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­აც­ნო, მიმართა და უთხრა:

 

“მა­ინ­ტე­რე­სებს, ვის ერ­ჩით თქვე­ნი ამ ცვლი­ლე­ბე­ბით? ერ­ჩით რეპ­რო­დუქ­ცი­ის შე­დე­გად და­ბა­დე­ბულ ბავ­შვებს და მი­გაჩ­ნი­ათ, რომ მათ ინ­ტე­რე­სებს იცავთ? იცავთ რეპ­რო­დუქ­ცი­ის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე მშო­ბელს, რო­მე­ლიც, ამ შემ­თხვე­ვა­ში, შემ­კვე­თია, უნდა რომ შვი­ლი ჰყავ­დეს და ამის­თვის იბ­რძვის თუ ებ­რძვით იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც უშ­ვი­ლო წყვი­ლებს შვი­ლის გა­ჩე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა? სა­მი­ვე ეს ადა­მი­ა­ნი, ჩემი აზ­რით, ვინც ამის შე­დე­გად და­ი­ბა­და, ვინც ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

არ გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი მი­ვიჩ­ნი­ოთ, რომ ისი­ნი რა­მე­ნა­ი­რად ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. რო­დე­საც სხვა დროს ბავ­შვი იბა­დე­ბა, არ ვიკ­ვლევთ ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნად იდე­ა­ლუ­რად იყო ამ ბავ­შვის ჩა­სახ­ვის დროს. უყ­ვარ­დათ თუ არა მათ მშობ­ლებს ერ­თმა­ნე­თი; სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი ჰქონ­დათ თუ არა; შე­ე­სა­ბა­მე­ბოდ­ნენ თუ არა ერ­თმა­ნეთს, მი­ლი­ონ სხვა­დას­ხვა კრი­ტე­რი­უმს არ ვიკ­ვლევთ. მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც საქ­მე რეპ­რო­დუქ­ცი­ულ სა­კითხს ეხე­ბა, თით­ქოს, სა­თა­კი­ლო საქ­მე იყოს, ისე­თი კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი გაქვთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი; თით­ქოს, რო­მე­ლი­მე ეს მო­ნა­წი­ლე ცუდ საქ­მეს აკე­თებ­დეს; თით­ქოს, ამის შე­დე­გად ცუდი ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში და ჩვენ მისი შე­დე­გე­ბის აღ­მო­ფხვრა გვინ­და. არ ვიცი, ამას ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აკე­თებთ, არა­ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აკე­თებთ, მაგ­რამ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ეს აქამ­დე გა­უ­კე­თე­ბი­ათ, იმ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ასე და­ი­ბად­ნენ, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებთ, თით­ქოს, რა­ღაც ცოდ­ვი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად და­ი­ბად­ნენ. თით­ქოს, რა­ღაც უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად და­ი­ბად­ნენ; თით­ქოს ცუდი რამ ჩა­ი­დი­ნეს ამ ადა­მი­ა­ნებ­მა.

იცით, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ამის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი? რამ­დენ ადა­მი­ანს უსარ­გებ­ლია ამ მომ­სა­ხუ­რე­ბით? რა­ტომ ებ­რძვით ამ ადა­მი­ა­ნებს და ვინ მოგ­ცათ ამის უფ­ლე­ბა, რომ თქვენ ასე იქ­ცე­ო­დეთ ადა­მი­ა­ნე­ბის გამ­რავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში? ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლის­თვის ბრძო­ლის პრო­ცეს­ში თქვენ შე­მო­დი­ო­დეთ, ისე, რომ არ­გუ­მენ­ტიც კი არ გქონ­დეთ რა ღი­რე­ბუ­ლე­ბას იცავთ?! აქამ­დე რა მოხ­და ცუდი? ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ცუდი აქამ­დე რა გა­ა­კე­თეს, რო­მე­ლიც გინ­დათ, რომ მო­მა­ვალ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­დან აა­რი­დოთ? ვის ინ­ტე­რე­სებს იცავთ სა­ერ­თოდ? ვინ და­გი­ძა­ხათ საშ­ვე­ლად ამ სფე­რო­ში? მგო­ნია, რომ დღემ­დე რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია ეს სფე­რო, რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია სა­პას­პორ­ტო ნა­წილ­ში, აღ­რი­ცხვის ნა­წილ­ში. მე არც კი მეს­მის, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამით რას ვა­რე­გუ­ლი­რებთ?! მე ვერ ვხვდე­ბი გან­სხვა­ვე­ბას რეპ­რო­დუქ­ცი­ის შე­დე­გად და­ბა­დე­ბულ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტით ჩა­სა­ხულ ბავ­შვს შო­რის. რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა, ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ვაჭ­რო­ბის რის­კე­ბი არ იყოს და მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში, დგე­ბო­დეს ვაჭ­რო­ბის რის­კი? ვაჭ­რო­ბას­თან სა­ერ­თოდ რა შუ­ა­შია ბავ­შვი რო­გორ ჩა­ი­სა­ხე­ბა?“ 

დე­პუ­ტატს კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე­ვე, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ სფე­რო და­სა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია, რად­გან არ­სე­ბობს ბავ­შვით ვაჭ­რო­ბის რის­კე­ბი, თუმცა, არ აუხსნია, რატომ ახლავს ეს რისკი მხოლოდ სუროგაციას.

“აღი­ა­რე­ბუ­ლია რომ სუ­რო­გა­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს სექ­ტო­რი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვით ვაჭ­რო­ბის­თვის სფე­როს წარ­მო­ად­გენ­დეს. რე­გუ­ლა­ცი­ის მცდე­ლო­ბაა, რომ სფე­რო­ში არ ხდე­ბო­დეს ბავ­შვით ვაჭ­რო­ბა და ხდე­ბო­დეს მხო­ლოდ ალ­ტრუ­ის­ტუ­ლი მო­ტი­ვა­ცი­ით“,- გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved