სამოქალაქო აქტივისტი, ზურა ბაუჟაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვუსმენ ახლა საინფორმაციო გამოშვებაში მთავრობის წევრების და წვრილფეხა ჩინოვნიკები ბლაბლას. ჰოდა, ჩემი როგორც ერთი მოქალაქის ბედი 20 მარტის შემდეგ ასეთი იყო:
1. არ მიმიღია ფულადი შემოსავალი ჩემი ძირითადი საქმიანობით. და საერთოდ მივიღე კი? ალბათ მცირე და ისიც სასიცოცხლო ხარჯებს დასჭირდა.
2. სამჯერ ვიყავი საყიდლებზე, სხვა დროს კი სახლში იზოლირებული. იქნებ მეტჯერაც კი ვიყავი საყიდლებზე.
3. დენის საფასური გადავიხადე, გაზის არა.
4. ვიზარალე რამდენიმე ათასი ლარი ოჯახურ მეურნეობაში დამზადებული პროდუქციის რეალიზაციის შეფერხების გამო.
5. ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მინახავს და არც ვინმეს მოვუკითხივარ მთავრობიდან. სიცხეც კი არ გაუსინჯავთ ჩემთვის.
6. ორი თვეა საუბრობენ რომ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების დახმარების თაობაზე ისაუბრებენ და ერთხელ ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც გვესაუბრეს ზუმით იმახე რომ ჩვენს დასახმარებლად ისაუბრებენ და მერე ჩვენც გაგვასაუბრებენ ვიღაცებს.
ჰოდა, ამასობაში ვისწავლე პარიკმახერობა, დავლიე უფრო მეტი ყავა, დავამუშავე ჩემი ბოსტანი, დავრჰი, დავთესე და როგორც მოქალაქე ვერაფერში ვგრძნობ და ვხედავ თუ რითი ზრუნავს ხელისუფლება ჩემზე, თუ ვახსოვარ საერთოდ და თუ აპირებს ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის დახმარებას კრიზისის დასაძლევად.”
კომენტარები