“გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, რომელიც ჩრდილოვან კაბინეტში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ვიცემერად დაასახელა, თქვა:
“ვერაფრით ვერ ვხსნი, ვერ წამომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და მელიას მოადგილეობა უნდოდეს, ძალიან დიდი პატივისცემით მელიასთან, მაგრამ ეს ჩემნაირი ადამიანისთვის წარმოუდგენელია, გამიკვირდა. ჩემი აზრით, ბევრად ამბიციური უნდა იყოს ხაზარაძე მისი წარმატებული კარიერიდან გამომდინარე, რისთვისაც პოლიტიკამდე ხელი მოუკიდია. წარმატების სიმბოლოა ზოგადად და ამას ყოველთვის ვაფასებ.”
კომენტარები