ვერ გავიგე ოპელი?- ასე ეხმაურება ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე პაატა იმნაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ისინი ვინც ვაქცინებს არჩევენ, ანტივაქსერებზე უარესად იქცევიან.
„ვინც ვაქცინებს არჩევენ ერთმანეთისაგან ჩემთვის ისინიც ანტივაქსერები არიან… უფრო საშიშებიც, რადგან უფრო „ინფლუენსერები“ არიან,“- განაცხადა დაავადებათა კონრტოლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისათვის, ამჟამად საქართველოში ვაქცინაცია ოთხი სახის ვაქცინით მიმდინარეობს. ხელმისაწვდომია ამერიკულ-გერმანული წარმოების “ფაიზერი,” შვედურ-ბრიტანული “ასტრა-ზენეკა,” ჩინური “სინოფარმი” და ასევე ჩინური “სინოვაკი.”
გიორგი ფხაკაძე, იმასაც წერს, რომ საქართველოში, ნაადრევად დადგა აგვისტო:
“3666 ახალი შემთხვევა.
17 გარდაცვლილი.
– აგვისტო ნაადრევად დადგა საქართველოში …”
კომენტარები