• რეკლამა
  • კონტაქტი
06:11, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვერ აიტანეს, რომ მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულ ბიზნესსკოლაში ჩააბარა მისმა შვილმა” – მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
15:39 09-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,832

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა:

„ნებისმიერი კერძო ვიზიტის შესახებ ხელისუფლების ნებისმიერმა წარმომადგენელმა წინასწარ უნდა აცნობოს საზოგადოებას, სანამ ამაზე კითხვებს არ დასვამენ? 80 ათასი დოლარი საიდან მოიტანეთ, არ ვიცი. გარდა ამისა, არასწორია იმის თქმა, რომ ეს ინფორმაცია იმალებოდა. კერძო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ასე არავინ აქვეყნებს.

მოდით, გავიგოთ მთავარი: რა მოხდა სინამდვილეში? პრემიერი შვილთან ერთად კერძო, თავისი ოჯახის ხარჯებით ჩარტერით გაფრინდა ევროპაში, იქიდან კი ჩვეულებრივი კომერციული რეისით გადაფრინდა აშშ-ში. ჩემი აზრით, ეს იქნება თქვენი საქმე, როდესაც ეს გამოქვეყნდება დეკლარაციაში, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. ეს არის კერძო ვიზიტი, ანუ ჩარტერის ხარჯი, ნებისმიერი ხარჯი, ეს ადამიანი სახლში რას ხარჯავს, შვილის სწავლაში რას ხარჯავს – ყველა ეს ხარჯი დეკლარაციაში იქნება ჩაწერილი. ამის შემდეგ დასვით, რა კითხვაც გინდათ შემოსავლებთან დაკავშირებით. თუ კითხვა სწორად დაისმება – საკუთარი ხარჯით თუ სახელმწიფოს ხარჯით, პასუხია – საკუთარი ხარჯით.

ჩემი აზრით, ვერ აიტანეს ვიღაცებმა ის, რომ ეს ადამიანი არ დაემსგავსა წინა ხელისუფალს, რომელიც ჩარტერებით დაასეირნებდა ვიზაჟისტებს, მასაჟისტებსა და სტილისტებს, საკუთარი ოჯახის წევრებს ბიუჯეტიდან უხდიდა სწავლის თანხებს. ვერც ის აიტანეს, რომ პენსილვანიაში, მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულ უორტონის ბიზნესსკოლაში ჩააბარა მისმა შვილმა. ეს ვერ მოინელეს და სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებენ. პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც ოჯახს განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივს სცემს, ნებისმიერი რამის მიუხედავად სახელმწიფოს ხარჯებს სააკაშვილივით კი არ იყენებს, არამედ თუ საჭიროება არსებობს, თავისი ოჯახის ხარჯები რასაც სწვდება, იმას აკეთებს“.

 

შეგახსენებთ, 2022 წელს სტატუსი 36156 სტუდენტს შეუჩერდა. აქედან, 15013-ს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდა, რაც 42%-ს შეადგენს.

 

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved