• რეკლამა
  • კონტაქტი
03:03, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობის მოთხოვნებს – შვედეთის საელჩო

ალია ავტორი - ალია
23:14 06-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

საქართველოში შვედეთის საელჩო FARA-ს კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – დიპლომატიური უწყება წერს, რომ “ქართულმა ოცნებამ” კანონი ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე მიიღო.

როგორც შვედეთის საელჩო აღნიშნავს, “ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით დაწესებული შეზღუდვები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და საჭიროებების მოთხოვნებს”.

შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური  გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება და ასევე შესთავაზებს ასეთი აკრძალვის მარეგულირებელ ჩარჩოს. ამის მიზანია შვედეთის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა ტერორისტული და ძალადობრივი ექსტრემიზმის აქტების დაცვა ან ძალადობრივი ქმედებებისა და დივერსიის წახალისება. გამოძიების თავმჯდომარეს ასევე ევალება, ისეთი შეთავაზების უზრუნველყოფა, რომელიც შვედეთის კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა სხვა ვალდებულებებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.

ეს პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე. ვენეციის კომისიამ ასევე დაასკვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და საჭიროებების მოთხოვნებს და მკაცრად ურჩია საქართველოს ხელისუფლებას მისი გაუქმება. პლურალისტური და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კი, მნიშვნელოვანი პრიორიტეტული სფეროა შვედეთის გრძელვადიანი რეფორმების თანამშრომლობისთვის საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ხელშეწყობას”, – წერია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved