ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას უნგრეთმა ვეტო დაადო.
გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვენესუალაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების გავრცელება სურდათ, რათა გამოეხატათ შეშფოთება ხმების დათვლასა და არჩევნების შედეგთან დაკავშირებით.
უნგრეთის მხრიდან ვეტოს დადების შემდეგ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განცხადება საკუთარი სახელით გაავრცელა.
“შედეგები, რომელიც ოპოზიციამ საზოგადოებას მიაწოდა, ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული შედეგებისგან რადიკალურად განსხვავებულია. სანამ არჩევნების მონაცემები არ გასაჯაროვდება და არ გადამოწმდება, არჩევნების უკვე გამოცხადებული შედეგების აღიარებუა შეუძლებელია”. – აღნიშნავს ბორელი განცხადებაში.
კომენტარები