• რეკლამა
  • კონტაქტი
20:14, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვეღარ გამიგია, რა ჰქვია ამას? ასე რამ დაგაბრმავათ ხალხნო?“ – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
02:07 03-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,975

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

,,არ ვიცი რა დავარქვა იმ ადამიანების საქციელს, რომელთა ერთი პოსტი ვერ ვნახე ირანელი ხალხის მხარდასამეჭრად და აითოლას რეჟიმის დასაგმობად, როცა ასობით ათასი ადამიანი ირანში იყო ქუჩაში გამოსული და ხამეინის რეჟიმი მათ ტყვიამფრქვევებით ხვრეტდა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი გარდაცვლილ ახალგაზრდების გვამებს მორგებიდან მშობლებზე ნაღდი ფულით ყიდდენ , დღეს კი ანათემას გადასცემენ ისრაელს და ამერიკას იმ ლიდერების განადგურების გამო, რომლებმაც საკუთარი ხალხის და მე რომ მკითხო, კაცობრიობის წინაშე, დანაშაული ჩაიდინეს. ამტყუნებენ ისრაელს, როგორ გაბედა სუვერენული ქვეყნის დაბობმბვა, იმ ხელისუფლების წარმომადგენელთა განადგურება, რომლის ოფიცილური სახელმწიფო დოქტრინა იყო ისრაელის სახლემწიფო პირისგან მიწისა აღგვა, რომელმა მთავრობამაც ირანის დედაქალაქ თეირანში დაამონტაჟა საათი, რომელიც დროის ათვლას აწარმობდა ებრაული სახელმწიფოს განადგურებამდე! თურმე როგორ გაბედეს და არ დააცადეს აითოლებს შეექმნათ ბირთვული იარაღი, რომლიც მარტო ისრაელის სახელმწიფოს და ებრაელი ხალხის კი არა, ჩვენი ჩათლვით, მთელი ევრაზიის კონტინენტის დაშანტაჟებისა და სასიკვდილო საფრთხის მომტანი იქნებოდა, რადგანაც ირანულ რაკეტები უკვე ევროპასაც წვდებოდა და აზიის კონტინენტის ყველაზე შორსმდებარე სახელმწიფოებს. თურმე როგორ გაბედა ისრაელმა და აშშ-მ არ დაეშვა, რომ ასეთი ფანატიკოსებისგან შემდგარი ტირანიული რეჟიმი, გამხდარიყო ბირთვული იარაღის მფლობელი.

ვეღარ გამიგია, რა ჰქვია ამას? სიბეცე, ფარისევლობა, ანტისმენტიზმი, აშშ-ს ზიზღი, თუ ყველაფერი ერთად? ასე რამ დაგაბრმავათ ხალხნო? რატომ უნდა გეზიზღებოდეს ის ქართველი და ირანელი ახალგაზრდები რომლებიც ერთად ზეიმობენ სისხლიანი ტირანის გარდაცვალებას და რატომ უნდა ამკობდე ამ აქციაში მონაწილე ქართველ ახალგაზრდებს ათასგვარი საზიზღარი ეპითეტებით?

ბოდიში, ყველაზე ნაკლებად მინდა ეს პოსტი ვინმემ მორალისტობაში ჩამითვალოს, მაგრამ უკვე მართლა აღარ ვიცი რა დაგვემართა, როგორც არ უნდა გძულდეს აშშ ან ისრაელი, ნუთუ მართლა ვერ გაგვირკვევია ამ ომში რომელი მხარე არის ბოროტების და ტირანიის განსახიერება? თუნდაც იმას ვერ ხვდებით, რომ ირანის ბირთვული იარაღის და სარაკეტო პროგრამის განადგურებით, ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებაც უფრო დაცული ხვდება? იმის საფრთხე მაინც რომ აღარ გვექნება, რომ ვიღაც ფანატიკოსმა გიჟმა, რომელსაც არ ვიცი რა მოელანდება ერთიც იყოს და რამდენიმე გრადუსით მოატრიალოს იმ რაკეტის გამშვები დანადგარი და ჩვენსკენ გვესროლოს, ან ე.წ. ტექნიკური შეცდომა მოუვიდეთ? არ ვიცი, მართლა არ მესმის!

კიდევ ერთხელ ბოდიში, ასეთი ემოციური პოსტისთვის!“

თეგები: ირაკლი მელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved