ჩასწორება:
ტვ პირველის გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მედიამ, მისივე თქმით, წყარზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, არ დასტურდება და ვაჟა სირაძე, ისევ ძველ თანამდებობას იკავებს, კერძოდ, საპატრული პოლიციის უფროსია.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ სამწუხაროდ, დიქტატორულ რეჟიმში მუშაობა და ინფორმაციის გადამოწმება რთულია, მაშინაც კი, თუ რომელიმე უწყება გპასუხობს, არ ხარ დარწმუნებული, რომ სწორად გპასუხობს. ყოფილა შემთხვევები, როცა უარჰყვიათ ინფორმაცია და იმავე საღამოს, ან მეორე დღეს დადასტურებულა.
მაგალითად, ალიას მარტში მოაწოდეს ინფორმაცია, 112–ის მუშაობის ხარვეზთან დაკავშირებით, რომლის გადამოწმებასაც ვერ ვახერხებთ და შსს 31 მარტს გაგზავნილ წერილზე, ამ დრომდე არ გვპასუხობს. ამ დრომდე არ გვპასუხობს გენერალური ინსპექცია, რომელსაც დავურეკეთ მეტროში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოზარდებისთვის, ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის მისაწოდებლად და ა.შ, სია უსასრულოა. ცხადია, უწყება, ზოგჯერ პასუხობს, სავარაუდოდ, იმ კითხვებზე, რომლებზედაც, პასუხის გავრცელება თავადვე სჭირდება.
ასევე, რთულია წყაროსთან მუშაობაც, რადგან ჩრდილოვანი მმართველობის პრინციპი, სამწუხაროდ, ასეთია, თუ სახელმწიფო უწყებები კი არა, ერთი ადამიანი წყვეტს ჩინოვნიკების ბედს, ვის მოხსნის, რამდენ წუთში აღადგებს, რის სანაცვლოდ – უცნობია.
გავრცელებული ინფორმაცია კი, რომელიც ამჯერად არ დადასტურდა, ასეთი იყო:
“მოქალაქეების დევნისა და უკანონო დაკავებების გამო სანქცირებული, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ტვ პირველი” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სირაძე პოსტს ტოვებს და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორად ინიშნება. წყაროს ცნობით, სირაძეს საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტზე სერგი ბზიშვილი შეცვლის.”
კომენტარები