• რეკლამა
  • კონტაქტი
10:00, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვატო სურგულაძე – უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განახლება დაინფიცირების რისკებს გაზრდის, ხოლო 1 ნოემბერს გამოცდების დანიშვნა რაიონიდან ჩამოსული სტუდენტების უფლებებს არღვევს, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

ალია ავტორი - ალია
18:17 10-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და ჯანდაცვის ჯგუფის წევრმა ვატო სურგულაძემ ბრიფინგი გამართა და სასწავლო პროცესის დაწყებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის ზრდის პირობებში უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის განახლება დაუშვებელია. 

ვატო სურგულაძემ ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებმა საგამოცდო დღედ 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი დანიშნეს, რის გამოც სტუდენტები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მათი კონსტიტუციური უფლება დაირღვევა.


“უნივერსიტეტი არის ყველაზე სახიფათო ზონა, ინფექციის გადაცემის ყველაზე საშიში ზონა. გერმანიის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, როდესაც  მოხსნეს ყველა შეზღუდვა, ბოლოს გაიხსნა უნივერსიტეტები. ჩვენთან ჯერ არ შეიძლება სასწავლო დაწესებულებების გახსნა, რადგან უმრავლესობა არ არის მზად იმისათვის, რომ მიიღონ სტუდენტები და ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ სწავლა. ისიც გვესმის, რომ დისტანციური სწავლება არ არის ისეთი ხარისხიანი, როგორიც უშუალოდ სასწავლო პროცესია. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ყოველდღე იზრდება დაინფიცირებულების რაოდენობა, შეიძლება მივიღოთ უნივერსიტეტის კლასტერი, მაშინ, როდესაც ბევრ უნივერსიტეტში 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერსაც კი დანიშნეს გამოცდები. ბევრი სტუდენტი არის ჩამოსული რაიონიდან და მათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენება, ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მივმართავთ მთავრობას, რომ უნივერსიტეტში სწავლება უნდა შეწყდეს,”- განაცხადა სურგულაძემ. 

“ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფის წევრის თქმით, მთავრობა ოპოზიციური პარტიების რჩევებს არ ითვალისწინებს და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.  

“ხშირად გვაკრიტიკებს ოპოზიციას და ეს კრიტიკაც ხშირად არის უარყოფითი, მაშინ, როდესაც ჩვენ მათ არ ვაკრიტიკებთ. უბრალოდ, შეგვტკივა გული ჩვენს ქვეყანაზე და არ გვსურს, რეალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. ჩვენი ინიციატივა იყო, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე მასწავლებლებისთვის ტესტის ჩატარება, ჩვენ ვთქვით, რომ აჭარაში კარვების დადგმა უარეს შედეგს მოიტანსთქო და არ გაითვალისწინეს, გუშინ კი აღიარეს, რომ ეს იყო შეცდომა,”- განმარტა სურგულაძემ.

თეგები: ვატო სურგულაძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved