• რეკლამა
  • კონტაქტი
08:10, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვასრულებ ზედმიწევნით შენს ინსტრუქციას და ვშიმშილობ” – სააკაშვილი გაბუნიას

ალია ავტორი - ალია
01:20 10-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

“ვასრულებ ზედმიწევნით შენს ინსტრუქციას და ვშიმშილობ” – ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “მთავარი არხის” გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” წამყვანს, გიორგი გაბუნიას.

ეს წერილი მიხეილ სააკაშვილმა ტელეწამყვანს ციხიდან მას შემდეგ გამოუგზავნა, რაც გიორგი გაბუნიამ “მთავარი აქცენტების” ეთერში თქვა, რომ პრეზიდენტმა შიმშილობა არ უნდა შეწყვიტოს. 

შეაგახსენებთ, გიორგი გაბუნიამ ასე მიმართა სააკაშვილს:

„…როდესაც მეკითხებიან, იმ დღესაც მკითხეს, რას ფიქრობ? როგორ უნდა მოიქცეს სააკაშვილი, უნდა გააგრძელოს შიმშილობა თუ? რითიც საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლეს, თუ უნდა შეწყვიტოს? რათა ცოცხალი გადარჩეს და განაგრძოს ბრძოლა?!

მე ამ შემთხვევაში დილემის წინაშე ვდგები პასუხის გაცემისას, როდესაც გეუბნებიან, რომ ადამიანს სისხლის მძიმე დაავადება სჭირს და შეიძლება დაიღუპოს ან სამუდამოდ დასახიჩრდეს, ასეთ ადამიანს არაპირდაპირ და მოჭრით მოუწოდო შიმშილობისკენ, ნიშნავს პირდაპირ და მოჭრით გაწირო სიკვდილისთვის, ხო? ასე გამოდის!

მეორე მხრივ ვერც შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდი მე სააკაშვილს იმიტომ, რომ პირადად ჩემთვის ეს ლაჩრობისკენ მოწოდების ტოლფასი იქნებოდა.

რომ გავიგო? აი რომ წარმოვიდგინოთ და გავიგო?! რომ ერთ დღესაც მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ?!

როგორი ახსნა განმარტებაც არ უნდა მოყვეს შემდეგ ამ გადაწყვეტილებას, უკვე მნიშვნელობა არ ექნება, ჩემს თვალში ის განადგურდება, მისი როგორც დღევანდელი აქტიური პოლიტიკოსის რეპუტაცია, თორე როგორც ისტორიული ფიგურა ის რათქმაუნდა თავის ადგილს შეინარჩუნებს.

მე თან არ ვიქნებოდი ასეთ შემთხვევაში ერთადერთი დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს დაემართებოდა ასეთივე იმედგაცრუება.

ანუ ამ ლოგიკით მაინც ისე გამოდის, რომ მე ირიბად მაგრამ მაინც მოუწოდებ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის გაგრძელებისკენ და პოტენციურად ვწირავ მას სასიკვდილოდ? მაპატიონ მისმა ახლობლებმა, ვიცი ეს მათთვის განსაკუთრებით და ყველაზე მძიმეა მაგრამ …… ხოო! ))

მე ერთ მოქალაქეს გიორგი გაბუნიას, გულწრფელად მინდა ვთქვა, მინდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შეასრულოს ხალხისთვის მიცემული სიტყვა და ბოლომდე მიიყვანოს მის მიერვე დაწყებული პროცესი.

ჯარისკაცი როდესაც ომში მიდის, მანაც იცის, რომ შეიძლება დაიღუპოს, მაგრამ როგორ შეიძლება საკუთარი ნებით ბრძოლაში მიმავალ სამხედროს აკადრო და უთხრა – არ წახვიდე ომში გენაცვალე, იქ შეიძლება მოგკლან.

მერე თქვენ წარმოიდგინეთ რას იფიქრებდით იმ ჯარისკაცზე, რომელიც ასეთ შეგონებებს აყვებოდა და სიკვდილის შიშით სახლში დარჩებოდა და იჯდებოდა ასე მშვიდად?!

ზუსტად იგივეს ვიფიქრებ მე მიხეილ სააკაშვილზე, მან რომ შიმშილობა შეწყვიტოს.

მე არ ვწირავ ოღონდ მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოთ, მან თვითონ გააკეთა ეს უმძიმესი არჩევანი და მკაფიოდ განაცხადა „ჩემი სიცოცხლის ფასადც მზად ვარ ვიბრძოლო საქართველოს გასამარჯვებლად“.

მან იცის, რომ ის ომშია როგორც ჯარისკაცი და თანაც მტრის მთავარი სამიზნეა, ამიტომ ისიც იცის, რომ საკუთარ სიცოცხლეს რისკავს.

მე პატივს ვცემ ამ ძალიან თამამ ნაბიჯს, რომლის გადადგმაც ერთეულებს შეუძლიათ სინამდვილეში და ვთვლი, რომ ნებისმიერი მოწოდება, თუნდაც მცდელობა, რომ სააკაშვილს აზრი შეაცვლევინონ, მისი როგორც პოლიტიკოსის შეურაწყოფა და უპატივცემულობაა. თორე ადამიანურად მესმის, როგორი ძნელია ამის ყურება, განსაკუთრებით ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის.

მესამე პრეზიდენტი, ისეთ ვაბანკზე წავიდა, ახლა უკან დახევა, ან სისუსტის ჩვენება მისთვის, პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნება.

იმედია დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და არავის მიცემს იმის საბაბსაც კი, რომ მას სიტყვის გამტეხი, გადამგდები ან მშიშარა პრეზიდენტი დაუძახონ.

თავის არჩეულ გზას არ უნდა უღალატოს, თუნდაც სიცოცხლის ფასად.

რამდენად სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, ნამდვილი პრეზიდენტები ასე უნდა იქცეოდენ.

ასე მგონია მე!

გიორგი გაბუნია – პოსტ-ფაქტუმი 17.10.2021“

თეგები: გიორგი გაბუნიამიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved