კორონავირუსით დაფიქსირებული პირველი გარდაცვალების გამო, ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ apnews წერს. ფაქტი ვაშინგტონის შტატში მოხდა.
26 თებერვალს აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
25 თებერვალს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ამერიკელები გააფრთხილა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებისთვის მოემზადონ.
ამ დრომდე აშშ-ში კორონავირუსის 62 შემთხვევა გამოვლინდა.
კომენტარები