• რეკლამა
  • კონტაქტი
22:26, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაქციოთ საქართველო უსაფრთხო ადგილად – გამართული ამბულატორიები და სამედიცინო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა 30 წუთის სავალზე – სერგო ჩიხლაძე

ალია ავტორი - ალია
14:25 08-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ინიციატივით გამოდის:

„დღევანდელი დღე გლოვის დღეა და ჩვენ პატივს მივაგებთ იმ 17 ადამიანს ვინც დაიღუპა შატილის ავტოკატასტროფაში. ერთი მხრივ,  ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია  სამგზავრო უსაფრთხოების სტანდარტები და წესები, რომელიც არ არის დაცული ჩვენს ქვეყანაში და მეორეა უკვე მომხდარ უბედურებაზე რეაგირება და დაზარალებულებისთვის გადაუდებელი და სასწრაფო დახმარების აღმოჩენა.

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ ქვეყანას აქვს სერიოზული ჩავარდნა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის სიტემაში. შატილის ტრაგედიის შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე შემთხვევიდან ორი საათის შემდეგ მივიდა და გამოძახებიდან ერთნახევარ საათში, 90 წუთში, რაც სასწრაფო დახმარების თვალსაზრისით, აღმაშფოთებელი და მიუღებელია, რადგან ასეთ დროს ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა სიცოცხლის გადასარჩენად.

სამწუხაროდ, მსგავსი რამ პირველად არ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში. და ხევსურეთი არ არის გამონაკლისი. საერთაშორისო სტანდარტებით, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ეხება, მაღალი პრიორიტეტის შემთხვევაში, სასწრაფო დახმარება შემთხვევის ადგილზე უნდა იყოს 8 წუთში, საშუალო პრიორიტეტულობის შემთხვევაში ეს არის 15 წუთი, ხოლო ნაკლებად პრიორიტეტული შემხვევის დროს- 30 წთ.

ამ დროს, ფშავ-ხევსურეთის 4 თემი, 76 სოფელი ფაქტიურად მიგდებულია. გასული წლების სტატისტიკა მეტყველებს რომ ასობით გამოძახებაა ყოველწლიურად და ყველა შემთხვევაში სასწრაფოს მისვლის დრო ხშირ შემთხვევაში მერყეობს 2-დან 4 საათამდე. მეორე დიდი პრობლემა არის ის, რომ ამდენივე დრო ჭირდება ადამიანის გადაყვანას ადგილამდე სადაც კვალიფიციური დახმარება გაეწევა. წარმოუდგენელია, რომ დღეს 21-ე საუკუნეში სასწრაფოს მოსვლას 2-4 საათი ჭირდებოდეს და დახმარების ადგილზე გადაყვანას 4-6 საათი.

არადა, საკმარისია ერთი  გამართული ამბულატორია ამ ტერიტორიაზე, სადაც შესაძლებელი იქნება სულ მცირე პირველადი დახმარების აღმოჩენა და რომელსაც ეყოლება გამართული ავტოტრანსპორტი გამოძახების ადგილზე მისასვლელად. ეს მცირე ნაბიჯიც კი  მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწრაფო დახმარების აღმოჩენას ამ ადგილებში და ფაქტიურად 76 სოფელი უკეთ იქნება დაფარული გადაუდებელი სამედიცინო სერვისებით.

პლუს, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ადგილი არის ტურისტების ინტერესის ადგილი და ყოველ სეზონზე მინიმუმ 10 და 20 ათასი ადამინი მოგზაურობს მარტო ამ მიმართულებით . შესაბამისად, არამარტო ადგილობრივები, არამედ ათიათასობით ტურისტიც კი დაუცველია ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის წინაშე.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოვდივართ ინიციტივით და მოვითხოვთ მთავრობისგან, ჯანდაცვის სამინისტროს, რომ 

1) გადაიხედოს ამბულატორიები და პირველადი დახმარების გაწევის პუნქტების დაქსელვა საქართველოში. იმისთვის, რომ სულ გვიან 30 წუთის სავალზე ნებისმიერი ადგილიდან შესაძლებელი იყოს პირველადი დახმარების აღმოჩენა.

2)სასწრაფოს ხელმისაწვდომობა და ადგილზე მისვლის სტანდარტები დაექვემდებაროს საუკეთესო პრაქტიკას-8-15-30 წუთი.

3) იქ სადაც შეუძლებელია მანქანით მიღწევა, მოხდეს სამედიცინო დანიშნულების ვერტმფრენის მობილიზება შესაბამისად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. ასეთი შემთხვევები ბევრი არ იქნება, მაგრამ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თითოეულ მოქალაქის სიცოცხლეზე.

უკვე დღეიდან, ჩვენ, რაც შეიძლება სწრაფად,  უნდა ავაშენოთ საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ჩვენ, რაც შეძლება სწრაფად, მთელ საქართველოში უნდა შევქმნათ სასწრაფო დახმარების გაწევის და სამედიცინო პერსონალის მომზადების სათანადო სისტემა. საქართველო უნდა ვაქციოთ უსაფრთხო ადგილად“ – სერგო ჩიხლაძე

თეგები: სერგო ჩიხლაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved