• რეკლამა
  • კონტაქტი
08:04, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაქცინები, რომლებიც “ძებნაშია” – “ასტრაზენეკას” გამქრალი დოზების აუდიტი გრძელდება

ალია ავტორი - ალია
13:13 06-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შიდა აუდიტს ჯერ არ დაუსრულებია კვლევა, თუ სად არის 3 ათასამდე “ასტრაზენეკას” ვაქცინა, რომლის დეფიციტი გასულ კვირას შეიქმნა. აღნიშნული პრობლემის გამო გასული კვირის დასწყისში აცრაზე დარეგისტრირებული მოქალაქეების ნაწილს ვაქცინაციაზე უარი უთხრეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ NCDC-ის ჰქონდა ინფორმაცია, თითქოს ვაქცინების საკმარისი დოზები არსებობდა, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით კი, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს შიდა კვლევა, რათა დადგინდეს, სად იქნა დაშვებული “შეცდომა ან ხარვეზი”.

„აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია. ის არის პროცესში და სწავლობს ხარვეზებს, რომელიც შესაძლოა იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ასევე ის სწავლობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე მარაგების მართვის საკითხს, თუმცა ჩვენ მივიჩნიეთ, რომ მნიშვნელოვანია ქსელის სრული შესწავლა, რათა გაკონტროლდეს ყველა ის მარაგი, რომელიც დღეს არის ძებნაში. მას შემდეგ, რაც აუდიტი დაასრულებს მოკვლევას, ჩემი თხოვნით, თავად გააცნობს მას საზოგადოებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, Covid-19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებითი დოზების შემოსვლის თარიღი ცნობილი არ არის.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც მწარმოებლებთან, ასევე „კოვაქსთან“, რომ საქართველომ დაპირებული 43 ათასი დოზა ვაქცინა მიიღოს.

„ასტრაზენეკას ვაქცინირების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ პირველ და მეორე ვაქცინაციას შორის დაცული იყოს გარკვეული პერიოდი. მას შემდეგ, რაც შეიქმნა პრობლემა, რამაც გამოიწვია საზოგადოების სრულიად სამართლიანი აღშფოთება, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მნიშნვნელოვანი არის, პროცესი ხელით ყოფილიყო მართული. მოვახდინეთ რიგის მანუალური მართვა.

ყველა მოქალაქე მიიღებს კუთვნილი ვაქცინის მეორე დოზას, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გავა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან და „კოვაქსთანაც“, UNICEF-ის დახმარებით, რათა ის კუთვნილი 43 ათასი დოზა, რომელიც უნდა მიგვეღო, ჩამოვიდეს დროულად. კვლავ მოლაპარაკებების პროცესია და მე ვერ დაგისახელებთ თარიღს, თუ როდის მივიღებთ დამატებით დოზებს, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved