ბოლო დღეების მონაცემები მიუთითებენ ვაქცინაციის ტემპის მნიშვნელოვან ზრდაზე, – ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ბოლო სამი დღის საშუალო მაჩვენებელი 11 ათასი ვაქცინირებულია. 15 ნოემბრამდე, სანამ დაიწყებოდა ვაქცინაციის მარათონი, სანამ ამოქმედდებოდა 60 წელს გადაცილებულთა წამახალისებელი სისტემა, მწვანე პასპორტები, ვაქცინირებულთა რიცხვი იყო 2-3 ათასი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კომენტარები