• რეკლამა
  • კონტაქტი
06:39, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვაქცინაციის პროცესი მუდმივად გაგრძელდება, მიღწეული იმუნიტეტი არ იქნება საკმარისი” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
21:02 01-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

„ვაქცინაციის პროცესი მუდმივად გაგრძელდება”, – ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ზურაბ გურულის თქმით, შესაძლოა კორონავირუსის მუტაციების გამო შესაძლოა ახალი ვაქცინების შექმნა გახდეს საჭირო, რომლითაც პერიოდულად მოსახლეობა აიცრება.„სან ფრანცისკოს ცნობილი ხიდი, ოქროს კარიბჭე, იმდენად მასიურია, რომ სანამ მისი შეღებვის პროცესი დასრულდება, უკვე დროა თავიდან დაიწყოს გადაღებვა. ამის გამო ეს პროცესი პერმანენტულად გრძელდება და მღებავები არასოდეს ჩერდებიან.ჟურნალ „ლანცეტში“, ბრაზილიის ქალაქ მანაუსში პანდემიის ახალი ტალღის აფეთქების შესახებ 27 იანვარს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, შესაძლოა კოვიდთან ბრძოლამაც ოქროს კარიბჭის ღებვის პროცესის სახე მიიღოს.მანაუსში 2020 წლის ოქტომბრისათვის მოსახლეობის 76 %-ს უკვე გადატანილი ჰქონდა კოვიდი. ეს პროცენტი აღემატება ე.წ. ჯოგური იმუნიტეტისათვის საჭირო პროცენტს ( დაახლოებით 67%). მიუხედავად ამისა, 2021 -ის იანვარში მანაუსში ისევ მკვეთრად იმატა კლინიკებში ინფიცირებულთა მიმართვების რიცხვმა.სტატიაში რამდენიმე ვერსიაა განხილული ამ მოვლენის ასახსნელად. შესაძლოა ინფიცირებულთა საერთო პროცენტი არ იყო სწორად დათვლილი და რეალური ციფრი არსებითად დაბალი იყო ჯოგური იმუნიტეტისათვის საჭირო მინიმუმზე; შესაძლოა ბუნებრივი იმუნიტეტი არ გრძელდება 6-7 თვეზე მეტხანს; შესაძლოა ვირუსის მუტანტი ვერსიების დომინირება ხდება; შესაძლოა … ბევრი რამ არის შესაძლო.ყველაზე საინტერესო ალბათ ბუნებრივი იმუნიტეტის რეალური ხანგრძლივობის დადგენა იქნება. ვინაიდან იმუნოგლობულინების გარდა T და B ლიმფოციტების მახსოვრობაცაა ჩართული კოვიდის საწინააღმდეგო იმუნურ მეხსიერებაში, ალბათ ლოგიკური იქნება სპეკულირება, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი საკმაოდ ხანგრძლივია და უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. მითუმეტეს, რომ რეინფექციის შემთხვევების შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით მიზერულია მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურაში; მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად მთელი წელი გავიდა პანდემიის დაწყებიდან. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ ჩქარობენ კოვიდგადატანილთა აცრას. გასაგებია, რომ ვაქცინით გამოწვეული იმუნიტეტი წესით უფრო სოლიდური უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ვაქცინის ასეთი დეფიციტია მთელ მსოფლიოში, რატომ უნდა იცრებოდნენ ერთნაირი დაჟინებით ინფექციაგადატანილებიც და „კოვიდ-ქალწულებიც“. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი CDC-იც ჯერჯერობით ბუნდოვნად აღნიშნავს კოვიდგადატანილებისათვის ვაქცინის სარგებლიანობის ეფექტის მნიშვნელობას.რამდენად მდგრადია ბუნებრივი იმუნიტეტი ვირუსის ახალი მუტაციების მიმართ?ამაზე პასუხს ალბათ რამდენიმე თვის შემდეგ გავიგებთ. ლოგიკის მიხედვით ვირუსი მუტაციას სწორედ იმიტომ განიცდის, რომ ასეთი მდგრადობა ვერ შენარჩუნდეს. შესაბამისად, ვერც ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი იქნება საკმარისი ყველა მუტანტი ვერსიის მიმართ. ცხადია ამაზე პასუხი ახალი ვაქცინის შექმნა იქნება და ყველაზე სწრაფად დიდი ალბათობით ამას პფაიზერი და მოდერნა მოახერხებენ თავიანთი სუპერ-ტექნოლოგიით და რნმ-ვაქცინებით.საქართველოს მსგავსი პატარა, ღარიბი ქვეყანა, რომელიც ვაქცინების საკმარის რაოდენობას კარგა ხანი ვერ მიიღებს, ალბათ მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს კოვიდგადატანილთა მეტნაკლებად ზუსტი სტატისტიკის შექმნას, რადგან ასეთი სპექტრის აცრა შესაძლოა უფრო დაგვიანებით ჩატარდეს, ვიდრე „კოვიდ-ქალწულების“, რომლებიც ბევრად უფრო მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან.და ბოლოს, როგორც ჩანს, ვაქცინაციის პროცესი მუდმივად გაგრძელდება, ზუსტად ისე, როგორც „ოქროს კარიბჭის“ ღებვის პროცესი.”, – წერს ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved