გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ვიდეომიმართვას ავრცელებს:
“სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ 2023 წლამდე კოვიდი არსად არ წავა.
ამიტომ, ქვეყანა უნდა გადავიყვანოთ სხვა რელსებზე. გვჭირდება გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა!
ეს ჩინური ვაქცინაც რომ შემოვიდეს – მისი მართვა არ გინდა? როგორ უნდა მართო? პირბადის ხარისხი ვერ დაადგინეს, წარმოგიდგენიათ? სექტემბერში დადგენილია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ პირბადის ხარისხი და ახლა ამბობენ, არ ვიცით, რა არის სამედიცინო პირბადის ხარისხიო… პირბადის ამბავი ვერ დაალაგეთ და ვაქცინას დაალაგებთ თქვენ? უკვე დგება ზოგი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი… სხვა სამსახური ნახეთ… არ ვიცი… საქმეა გასაკეთებელი, ძალიან ბევრია საქმეა გასაკეთებელი და ვინც ვერ აკეთებს, თავად უნდა თქვას, ვერ ვაკეთებო – აღიარე და წადი რა… როცა რაღაცას ვერ აკეთებ, უნდა ადგე და წახვიდე…”
კომენტარები