ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ კიდევ ერთხელ გაიმეორა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და თქვა:
“არის ვაქცინა და არის საფლავი – შეგიძლიათ აირჩიოთ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვალდებულება – სიყვარული. სიყვარული კი არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მეზობელზე ზრუნვასაც გულისხმობს. შეიძლება მე ვფიქრობდე, რომ არ დავინფიცირდები, მაგრამ ამის გარანტია არ არსებობს. შემიძლია კი, ავიღო პასუხისმგებლობა, რომ მე არ ვიქნები ის, ვინც გადასდებს სხვას ვირუსს?”
“ჩვენ ვენდობით მეცნიერებს და ექიმებს. ვაქცინა არის ერთადერთი გზა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის კედლის ასაშენებლად. ეკლესიის ფუნქციია ითანამშრომლოს მეცნიერებასთან”, – ამბობს მიტროპოლიტი ათინაგორა.
წყარო – ტაბულა
კომენტარები