რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში ოთხი ბატალიონის შექმნას აპირებს, რომლებიც, მისი თქმით, “რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ”.
“მეგობრებო, ძალიან მალე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ჩამოყალიბდება ოთხი სამხედრო ბატალიონი ჩრდილო-ახმატი, სამხრეთ-ახმატი, დასავლეთ ახმატი და აღმოსავლეთ-ახმატი. ჩეჩენი ბიჭები რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჯარებს შეავსებენ. ახალი ბატალიონების ჩამოყალიბების სურვილი რეგიონის ახალგაზრდების უკიდურესად პატრიოტულმა განწყობამ გამოიწვია. სამშობლოს დაცვის სურვილი იზრდება და ჩვენი ამოცანაა მივცეთ მათ ასეთი შესაძლებლობა”. – თქვა კადიროვმა.
კომენტარები