დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, ხომ არ შეუერთდება ოპოზციის მოლაპარაკების მაგიდას ვანო მერაბიშვილი, ასე უპასუხა:
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ საჭიროა, იმათთვის ვინც სკეპტიკურად და ეჭვის თვალით უყურებს ამ პროცესს, მე აქ ვარ და ვესაუბრები სრულიად განსხვავებულ პარტიებს, რადგან ორი მთავარი რამეა, ერთი, ამ ქვეყანაში უნდა დალაგდეს მართლმსაჯულების სისტემა და მეორე – წინასაარჩევნო წინაპირობები უნდა იყოს სამართლიანი, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი ჰქონდეს. მე არ მგონია, რომ ის აქ უნდა მოვიდეს. მე პირადად, მის ადგილს არ ვხედავ და არ ვაპირებ მასთან არავითარ კონსულტაციებს და საუბარს. ვანო მერაბიშვილთან სასაუბრო არაფერი მაქვს
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ იმ ძალადობრივი სისტემის დროს ის იყო ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ძალადობრივი სისტემის. პრობლემა იმაშია, რომ “ქართული ოცნება”ერთი მხრივ, თითქოს ებრძოდა იმ რეჟიმს და მეორე – სისტემის შემოქმედები დააწინაურა და გულში ჩაიხუტა”
კომენტარები