• რეკლამა
  • კონტაქტი
07:25, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვანგრევთ ქართულ სოფელს, ტურისტული სექტორი დგას ერთ ადგილას, 50 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს!…” – ჯანყარაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:24 04-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,803

სამოქალაოქ აქტივისტი, ირაკლი ჯანყარაშვილი:

“ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ისეთი სოფლის მეურნეობა, რომელიც რეგიონში მოწინავე იქნება, აქვს ჩვენს ქვეყანას ამის შესაძლებლობა!…

შეგვიძლია განათლების ხარისხი ისეთ დონეზე ავიყვანოთ, რომ საუკეთესო პროფესიონალები გავზარდოთ ყველა სფეროში!…

შეგვიძლია რეგიონში ისეთი პოლიტიკა გავატაროთ, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა სრულად მოვარგოთ ჩვენს ინტერესებს!…

შეგვიძლია კორუფციას ისე ვებრძოლოთ, რომ საბოლოოდ აღმოვფხრათ.

სასამართლო სისტემის შექმნაც შეგვიძლია, რომელიც არავის დაუკარგავს სამართალს!…

რაც მთავარია, გვაქვს შესაძლებლობა ქვეყანაში არ გვყავდეს სოციალურად დაუცველი ოჯახები, ხოლო დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესებისთვის წავახალისოთ მრავალშვილიანი ოჯახები. შეგვიძლია, სკოლებში უფასოდ გამოვკვებოთ ბავშვები, შეგვიძლია, მრეწველობა განვავითაროთ, ფსონი სახელმწიფოს ინდუსტრიალიზაციაზე (მწარმოებელი ქვეყან გავხდეთ) დავდოთ და ამავდროულად ტურისტული სექტოროც განვავითაროთ. ორივე სექტორისთვის საჭირო რესურსებს სრულად პასუხობს საქართველოს გეოგრაფიული მდებარებოა, ქართველი ხალხის ხასიათი და თქვენ წარმოიდგინეთ “კლიმატიც”, ინდუსტრიისთვის კი წიაღისეულის საკმარისზე მეტი რაოდენობა გაგვაჩნია!…

შეგვიძლია დეოკუპაციის გზაზე ნამდვილი და სახელმწიფოს ინტერესებისთვის საჭირო ნაბიჯებიც გადავდგათ!… აქვე სამართლიანობის აღდგენაც შეგვიძლია, ხელისუფლებას ამის ლეგიტიმაციაც და საჭირო ინსტრუმენტიც გააჩნია!…

ეს და კიდევ ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია!…

მაგრამ რას ვაკეთებთ ამის ნაცვლად ??? ვანგრევთ ქართულ სოფელს, გლეხს ქალაქში მოვერეკებით, ახალგაზრდობა უცხოეთში გავაქციეთ!…

ტურისტული სექტორი გაურკვევლად დგას ერთ ადგილას და ვერ გაარკვია, სტუმრის რა სეგმენტზე გააკეთოს აქცენტი!…

ამას კოლოსალური საშემოსავლო და ბანკების მიერ სასტუმროების მფლობელების “ძარცვა – გლეჯვაც” ემატება!…

დეოკუპაციის რეალური გზების ძებნის ნაცვლად, ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მეტ “სელფს” გადაიღებს შარლ მიშელთან თუ ორსულა ფონ დერ ლაიენთან!…

ინდუსტრია არ არსებობს, წიაღისეულს” თაღლითი კომპანიები არიან დაუფლებული.

განათლება საქართველოში “კომერციულ ბიზნესად” არის გადაქცეული და ქვეყანაში 50 – ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს!…

სოციალური პოლიტიკა ფსკერს ქვემოთ არის, ქვეყანაში 600 – ათასი “სოც-დაუცველი” გვყავს!…

სკოლებში მშობლები ე:წ ბუფეტის “ნისების რვეულში დაგროვილ ვალებს ვეღარ აუდიან”!…

ეკონომიკის გაძლიერების ნაცვლად, “ბანკები და მევახშეები ძლიერდებიან”!…

სასამართლო სისტემა “ნაფტალინიდან ამოღებულ მურისიძეებს ჩააბარეს”!…

“სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეებს” ისევ სლოგან – ლოზუნგებით ებრძვიან!…

და ბოლოს კი ვინმემ იქნებ მაჩვენოთ სხვა საქართველო სად არის ?”

თეგები: ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved