ფილტვის დაავადებების რიცხვი სტატისტიკურ მონაცემებში იზრდება და ეს სამწუხარო ფაქტია. საბედნიეროდ, განვითარებული მედიცინის და ტექნიკის ფონზე, არაერთი დაავადების აღმოჩენა, ბევრად უფრო სწრაფად, საწყის ეტაპზევე ხდება, განსხვავებით წლებისგან, როცა ზოგი დაავადების დიაგნოსტიკა საერთოდ ვერ ხერხდებოდა.
გამომდინარე იქედან, რომ ფილტვის დაავადებები ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობენ და ან ისეთი სიმპტომებით, რომლებიც შეიძლება ადვილად „დავაბრალოთ“ გადაღლას, ყოველდღიური ცხოვრების რიტმს და ასე შემდეგ, პრევენციულ კვლევაზე უკეთესი თავდაცვა არ არსებობს. ისიც მესმის, ცხადია, რომ უმრავლესობა არ მენდობა ასე სიტყვაზე და არ წავა და არ გამოიკვლევს თავს, ამიტომ დღეს მოვყვებით იმ სიმპტომებზე, რომლების შემთხვევაშიც, აუცილებლად და გადაუდებლად უნდა ჩაიტაროს პირმა პრევენციული კვლევა.
კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალს“ აქვს პულმონოლოგიური კვლევების პაკეტი – სრული დიაგნოსტიკა ერთ სივრცეში. პაკეტი მოიცავს: პულმონოლოგის კონსულტაციას, გულმკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიას, სპირომეტრიას, სისხლის საერთო ანალიზს. გარდა იმისა, რომ ერთ სივრცეში კვლევები და ექიმის კონსულტაცია კომფორტულია და დროის დამზოგავი, ფინანსურადაც მომგებიანია, ვიდრე ამ კვლევების ცალ–ცალკე ჩატარება და კონსულტაცია.
დღეს, ალიას კითხვებს პასუხობს ნიუ ჰოსპიტალსის შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, 15–წლიანი პროფესიული გამოცდილებით, ნინო ქანთარია
– სტატისტიკურად, გაზრდილია ფილტვის დაავადებები?
– დიახ, სამწუხაროდ, ფილტვის ზოგიერთი დაავადებების გავრცელება მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ამას განაპირობებს ის რომ გაზრდილია თამბაქოსა და ელ. სიგარეტების მოხმარება, რისკს ზრდის ისეთი მავნე ფაქტორიც, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება. ასევე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დიაგნოსტიკის გაუმჯობესება. რაც უზრუნველჰყოფს დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას და ცხადია, ესეც აისახება სტატისტიკაში.
მაგალითად ჯანმოს მონაცემებით, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გარდაცვალების მიზეზებს შორის მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ხოლო ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ონკოლოგიური პათოლოგიაა.
– არის შემთხვევა, როცა უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება?
– ფილტვის დაავადებები ადრეულ ეტაპზე შეიძლება საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ან ჩივილები იმდენად არასპეციფიური იყოს რომ ის მიეწეროს ადამიანის ყოვედღიურ ცხოვრების რიტმს, სტრეს, გადაღლას. მაგალითად მშრალი ხველა, მწეველები მას ხშირად მიაწერენ მწეველობას, ასევე ქოშინი, რომელიც თანდათან ვითარდება და ფიქრობენ რომ ეს ასაკის მატების თანმდევი პროცესია.
გადაუდებელი შეფასებაა საჭიროა, როდესაც ადამიანს უვითარდება სუნთქვის გაძნელება, სისხლიანი ხველა, გულმკერდის ტკივილი ან შებოჭილობა, ტუჩების ან კანის ციანოზი.
– რისკ-ჯგუფები როგორაა გადანაწილებული ?
– ფილტვის დაავადებებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვან რისკ ფაქტორად თამბაქოს მოხმარება რჩება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას რომ არამწეველ ადამიანებზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი. რისკი შეიძლება გაიზარდოს ჰაერის დაბინძურების, პროფესიული ექსპოზიციების მაგ. მტვრის, ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედების, ასაკის, წარსულში გადატანილი ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში.
– რას გულისხმობს „ნიუ ჰოსპიტალსის“ პულმონოლოგიური კვლევების პაკეტი და ვისთვის არის ის რეკომენდებული?
– კლინიკის პულმონოლოგიური კვლევების პაკეტი გულისხმობს ფილტვის პირველად კომპლექსულ შეფასებას. ეს ექიმს საშუალებას აძლევს შეაფასოს ფილტვის, როგორც სტრუქტურული მდგომარეობა, ასევე მისი ფუნქცია. ეს პაკეტი მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს გარკვეული რესპირატორული ჩივილები ან მათი განვითარების რისკ-ფაქტორები. მაგალითად თამბაქოსა და ელ. სიგარეტების მოხმარება ან ფილტვის დაავადებების ოჯახური ისტორია.
– შესაძლებელია თუ არა პაკეტის ფარგლებში მიღებული შედეგების საფუძველზე დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და როგორ განისაზღვრება პაციენტის შემდგომი მართვის ტაქტიკა?
– პაციენტისთვის მთავარი უპირატესობა არის კოორდინირებული დიაგნოსტიკა. ზოგიერთი დაავადების აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რისკების შეფასება და შესაბამისი დიაგნოსტიკა. დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს დაავადების პროგრესირება და მკურნალობის არჩევანი უფრო შეზღუდული იყოს. ერთ სივრცეში ექიმს შეუძლია კვლევების შედეგები ერთიანად შეაფასოს და საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტიც სწრაფად ჩართოს. ეს ამცირებს ინფორმაციის დაკარგვის ან კვლევების უსისტემოდ გამეორების რისკს და პაციენტისთვის პროცესს ბევრად ამარტივებს.
პირველადი შეფასება არ ნიშნავს, რომ ყველა პაციენტისთვის საბოლოო დიაგნოზი სწორედ ამ ეტაპზე დგინდება. ცვლილებების შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს შემდგონ ნაბიჯს. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ფუნქციური თუ ლაბორატორიულ გამოკვლევა. მაგალითად, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის პროცესში შეიძლება ჩაერთოს რადიოლოგი, ონკოლოგი, რევმატოლოგი და ა. შ. მნიშვნელოვანია რომ პაციენტი არ იღებს მხოლოდ ჩატარებული კვლევის შედეგებს, არამედ იღებს ამ შედეგების საფუძველზე განსაზღვრულ სამოქმედო გეგმას.
– რა საფრთხეა დაგვიანებული დიაგნოსტიკა?
– ზოგიერთი დაავადების აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რისკებუს შეფასება და შესაბამისი დიაგნოსტიკა. დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევაში შეილება მოხდეს დაავადების პრიგრესირება და მკურნალობის არჩევანი უფრო შეზღუდული იყოს.
– პრევენციული დიაგნოსტიკა რა შემთხვევაშია საჭირო?
– პრევენციული დიაგნისტიკა აუცილებელია თუ ადამიანს აქვს ხანგრძლივი ან განმეორებადი ხველა, ქოშინი, დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის შემცირება, ხშირი რესპირატორული ინფექციები.
ჯანმრთელი, უსიმპტომო ადამიანის შემთხვევაში პრევენციის მთავარი ნაწილი არის რისკ-ფაქტორების შემცირება, განსაკუთრებით მოწევაზე უარის თქმა და მავნე ექსპოზიციების თავიდან აცილება.
(R)











კომენტარები