• რეკლამა
  • კონტაქტი
19:04, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება – რას აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი

ალია ავტორი - ალია
11:40 02-17-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

თბილისში, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გოგა ზაქაიძემ განაცხადა, ინვესტორი თბილისის მერიას კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს და მზად არის უარი თქვას სასტუმროს მშენებლობაზე. მის ნაცვლად კი, რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენას სთავაზობს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გოგი ზაქაიძემ განაცხადა, მიუხედავად სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებისა და სრული კანონიერი უფლებისა, ეს ვარიანტი მიღებული იქნა, ვინაიდან  მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს.

„მოგეხსენებათ თბილისის მერია იწყებს ვაკის პარკისა და ისტორიული კასკადის რეაბილიტაციას. სწორედ ამ მასშტაბური პროექტიდან გამომდინარე, ინვესტორი მზად არის სასტუმროს მშენებლობის ნაცვლად აღადგინოს რესტორან „ბუდაპეშტის“ ისტორიული შენობა, რომელიც 1958 წელს აშენდა. 

ჩვენ მზად ვართ დავთანხმდეთ მერიის მხრიდან შემოთავაზებულ, თავდაპირველ წინადადებას და დავუბრუნოთ რესტორანს მისი პირვანდელი სახე, ისტორიულად არსებული სიმაღლისა და ფასადის შესაბამისად“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ინვესტორის განცხადებით, რესტორან „ბუდაპეშტის“ მშენებლობისას არ დაზიანდება არცერთი ნარგავი და დამატებით გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია.

„მინდა აღვნიშნო, რომ აღდგენითი სამუშაოების დროს, არათუ არ დაზიანდება არცერთი ნარგავი, არამედ დამატებით განხორციელდება ტერიტორიის გამწვანება. ინვესტორი საჯაროდ იღებს ვალდებულებას, რომ მოახდენს ტერიტორიის უმოკლეს დროში კეთილმოწყობას და მომავალში მის მოვლა-პატრონობას. ასევე მოეწყობა ველო პარკი და პარკის სტუმრები შეძლებენ სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლონ ამ სერვისით.

მიგვაჩნია, რომ ეს არის გამოსავალი, რომელიც მისაღები იქნება პარკის სტუმრებისთვის და ასევე, არ შეილახება ინვესტორის სამართლებრივი უფლება.ამ პროექტის განხორციელებით, თბილისის მერია შეძლებს ბიუჯეტიდან დაზოგოს 6 მილიონი დოლარის საკონპენსაციო თანხა“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა გოგა ზაქაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved