შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტში მიკროავტობუსით შევიდა.
ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მათ დაემალა.
პარლამენტის შენობასთან მას სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები ელოდებოდნენ, მათ მინისტრთან კითხვები 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ჰქონდათ.
საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრის მოსმენა რამდენი წუთში დაიწყება. სხდომათა დარბაზში არ დაუშვეს ჟურნალისტები.
კომენტარები