• რეკლამა
  • კონტაქტი
10:29, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვახტანგ ძაბირაძე – გუშინდელ აქციაზე ღარიბაშვილმა ღარიბაშვილს გადააჭარბა, „სასწაული“ გამოსვლა ჰქონდა

ალია ავტორი - ალია
11:54 10-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

არ მგონია, ამ აქციამ და გამოსვლებმა არჩევნებზე სერიოზული ელექტორალური მოზიდვა გამოიწვიოს – ასეთი აქცია, როდესაც ხელისუფლება აკეთებს, როგორც წესი, უფრო უკუშედეგის მომტანია, ვიდრე დადებითის, – ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ გამართული აქციის შეფასებისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

რაც შეეხება აქციაზე მმართველი გუნდის ლიდერების გამოსვლებს, როგორც ძაბირაძე აღნიშნავს, „ღარიბაშვილმა ღარიბაშვილს გადააჭარბა“.

„მიზანთან დაკავშირებით თავად ხელისუფლება ამბობს, რომ შემაჯამებელი აქცია იყო. მაგრამ ერთია, რას ამბობს ხელისუფლება და მეორეა, როგორ აღიქვამს ამას საზოგადეობა. ბუნებრივია, რომ ეს იყო დემონსტრირება, ამის შესახებ, თავადაც ამბობენ ხოლმე. როდესაც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს – ჩვენ იმდენი მძღოლი დაგვჭირდება, რამდენიც ოპოზიციის აქციაზე იყო, იმას მიანიშნებს, რომ ეს მაინც კონტრაქცია იყო. საზოგადოებაც ასევე აღიქვამს. ხალხმრავლობა, მართლაც სერიოზული იყო, მაგრამ როდესაც ხელისუფლება აკეთებს აქციას, იქ ხალხმრავლობა მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ, რომ ამასაც საზოგადოება აღიქვამს როგორც სახელისუფლებლო რესურსის გამოყენებას. ამიტომ 2012 წლის აქციასთან შედარება არასწორი და არასერიოზულია.

რაც შეეხება თავად აქციის შინაარსს, ბუნებრივია, ყველამ იცოდა, რომ ეს აქცია ძირითადად მაინც ყოფილი ხელისუფლების კრიტიკისადმი იქნებოდა მიძღვნილი, მაგრამ პირადად ჩემთვის საკმაოდ დამთრგუნველად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ღარიბაშვილმა ღარიბაშვილს გადააჭარბა ისეთი გამოსვლა იყო. „სასწაული“ გამოსვლა ჰქონდა“, – განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის აქცია ისეთი მომგებიანი არ იქნება, როგორც ეს ხელისუფლებას ჰგონია.

„ჩემი აზრით, არც ისე მომგებიანი იქნება როგორც ეს ხელისუფლებას ჰგონია. მათ რაღაცნაირად უნდოდათ რეანიმირება გაეკეთებინათ 2012 წლის აქციისთვის, მაგრამ ეს არ გამოდის. მაშინ ადამიანები, ვინც იქ მივიდნენ, მართლა მივიდნენ იმიტომ, რომ ხელისუფლების მოწინაღმდეგეები იყვნენ. დღეს, როდესაც ავტობუსებით ჩამოგყავს, ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებ და ა.შ. ყოველ შემთხვევაში ეჭვებია ასეთი – ასეთი აქციები სხვაც გვინახავს და ამას არასდროს ისეთი შედეგი არ გამოუწვევია, რომ ღირებულიყო ამის ჩატარება. ამას ჯობდა, სადაც თვითმმართველობის არჩევებია, იმ ქალაქებში გაეკეთებინათ აქციები ან რეგიონალურ ცენტრებში, ცენტრალურ ქალაქებში. იმერეთში ორ თუ სამ რაიონშია მუნიციპალური არჩევნები და მაგალითად, ქუთაისში გაეკეთებინათ. რაღაც ასეთი ჯობდა, ჩემი აზრით, ვიდრე თბილისში ყველას ჩამოყვანა“,- განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved