• რეკლამა
  • კონტაქტი
02:50, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაკეში, ქუჩების რეაბილიტაციის პერიოდიში, რომელი ქუჩებით იქნება შესაძლებელი მოძრაობა და რა მარშრუტით ივლის ტრანსპორტი – მერია

ალია ავტორი - ალია
22:05 05-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

ვაკის რაიონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩებზე მიმდინარე რეაბილიტაციის გამო, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო არეალი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს, შეზღუდვა 22 მაისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

“საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ვაკის რაიონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისიდან, ოთხი თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება.

სამუშაოები მიმდინარეობს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე.

რაც შეეხება საგზაო მოძრაობის შეზღუდვას, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად აიკრძალა ვაკის სასაფლაოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ მონაკვეთზე.

შეზღუდვის პერიოდში გიორგი წერეთლის ქუჩა გახდა ცალმხრივი.

თამარაშვილის გამზირიდან მოძრაობა დაშვებულია ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმართულებით, გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები სარგებლობენ ვაკის პარკის მიმდებარედ არსებული მოსაბრუნებელი გზით და მარცხნივ მოხვევით ხვდებიან თამარაშვილის გამზირზე.

ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელია თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების ახალი ხიდის გავლით, ხოლო წყნეთისა და ბაგების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობენ ბაგების ახალი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში შემდეგი სიახლეა:

ილია ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბის ასახვევის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები – N309, N351, ასევე მიკროავტობუსები – N512, N540 იმოძრავებენ მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით (უკუმიმართულებით მარშრუტი არ იცვლება).

მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან კუს ტბის ასახვევის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი N358 იმოძრავებს გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით და აღარ გაჩერდება „ვაკის პარკთან“ (უკუმიმართულებით მარშრუტი უცვლელია).

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” – წერია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved