• რეკლამა
  • კონტაქტი
10:20, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაკანსია ონლაინ კლინიკისთვის – რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ონლაინ კლინიკის ექიმი?

ალია ავტორი - ალია
19:18 08-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

აშშ-ში მცხოვრები ტელენევროლოგი, დავით მრელაშვილი:

ვაკანსია ლიცენზირებულ ექიმებზე კახეთის ონლაინ კლინიკისთვის!

საჭირო მახასიათებლები

1. მოქმედი სამედიცინო ლიცენზია

2. პულსი

3. გამოცდილება ან/და კომფორტი ბინაზე მყოფი კოვიდ-19-იანი პაციენტების მართვის, რაც პირველ რიგში გამოიხატება პოტენციურად დამძიმებადი პაციენტების დროულად ამოცნობასა და შესაფერისი რეაგირებაში, და ასევე – შედარებით მარტივ სამედიცინო კითხვებზე პასხუხით დისტანციურ რეჟიმში.

4. დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე დროის 80% ჰქონდეს თავისუფალი ამ სამსახურისთვის (არ აქვს მნიშვნელობა ამ დიაპაზონში რომელი 80%). პარალელურად 3 სხვა სამსახურში მუშაობა და ცალი ხელით ბრონქოსქოპიის კეთება – შეუთავსებელია (თუმცა მესმის რომ ბევრ კარგ კანდიდატს დავკარგავთ ამ კრიტერიუმით).

5. მაღალი სტანდარტების სამუშაო ეთიკა, „ხალტურშჩიკებზე“ ანაფილაქსიური რეაქცია გვაქვს (საქართველოში ამ ტერმინს ახსნა აღარ ჭირდება).

ეს უკანასკნელი კრიტერიუმი ყველაზე მნიშვნელოვანია.

სასურველია კომპიუტერის კლავიატურაზე ბეჭვდისას იყენებდეს ხელის თითების 50%-ზე მეტს, თუმცა თუ სხვა მხრივ აკმაყოფილებს მოთხოვნებს – ეს კრიტერიუმი აბსოლუტური უკუჩვენება არ არის.

დამატებით მონაცემები/ბენეფიტები

1. მუშაობა სახლიდან, ნებისმიერი რეგიონიდან ან ქვეყნიდან დისტანციურ რეჟიმში (დაშვებულია პიჟამოებში ყოფნაც და საწოლშივე ყავის სმა მუშაობის პროცესში)

2. ხელფასი – დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე და კანდიდატის ხარისხზე, თუმცა საკმაოდ competitive, და დიდი ალბათობით იმაზე მეტი ვიდრე მიმდინარე (გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა, მარა ის ქადა ფული ღირს).

3. ჩემთან ერთად მუშაობა – ჩემს მიერ წლების განმავლობაში დახვეწილი ბევრი პროფესიული თვისების (და efficiency საიდუმლოებების) ლაივში ნახვა, ათვისება. მე ვფიქრობ ეს ყველაზე მეტი ბენეფიტია, მარა კაი ჯანდაბას – დამცინეთ

4. პოზიციის ხანგრძლივობა – მინიმუმ 2 თვე, ან პანდემიის ამ ტალღის „ჩაქრობამდე“, რასაც კახეთის შემთხვევაში პირობითად განვსაზღვროთ 14 დღიანი საშუალო პაციენტების რაოდენობა 100-ზე ნაკლები რომ ჩამოვა (ახლა ყოველდღიური 400+ დან 500+ მდეა)

5. პოზიციის დროზე ადრე ტერმინაცია – უსიტყვოდ ნებისმიერი მხარისგან სურვილის შემთხვევაში. ანუ მარტივად და ქართულად რომ ვთქვათ – არ მოგეწონებათ – თავისუფალი ხართ ყოველგვარი strings attached-ის გარეშე. ჩვენ არ მოგვეწონება თქვენი გაკეთებული საქმე – ასევე თავისუფალი ხართ ჯარიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვინც აკმაყოფილებთ ზემოთ ხსენებულს, შემდგომი კონკრეტული დეტალებისთვის მომწერეთ მეც და ასევე კახეთის კლინიკის ერთ-ერთ ღვაწლმოსილ წევრს – Nini-ს ერთ ჯგუფურ მესიჯში ფეისბუქზე.

P.S. If you want to do something right – do it yourself!

თეგები: დავით მრელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved