• რეკლამა
  • კონტაქტი
07:59, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვადამდელი არჩევნები რას შეცვლის? ღარიბაშვილის ნიკა მელიათი ჩანაცვლება რომელიმე ფუნდამენტურ პრობლემას გადაჭრის? კრიზისი შეწყდება?” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
20:49 03-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

„ალის“ ესაუბრება „კავკასიის სახლის“ წევრი, პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე.

– გასაჯაროვდა სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის მშენებელი თურქულ კომპანია „ენკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება. კონტრაქტი იმდენად კაბალურია ქართული სახელმწიფოსთვის, რომ მსგავსს ვერ ვიხსენებ, მიუხედავად იმისა, რომ უცხოელ ინვესტორთან გაფორმებული არაერთი კონტრაქტი მინახავს. რიონის ხეობის 99 წლით, 116 ლარად გადაცემა თურქული ენერგოკომპანიისთვის, ჩემი აზრით, სახელმწიფო დანაშაულია. ვინ უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი და რა სახით? აქ კიდევ ერთ კითხვას დავსმამ – რა უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების ამგვარი თავგასულობა, რომელიც საკუთარ ხალხს, ფარული გარიგებით, უყიდის მიწას, ხე–ტყეს, მდინარეებსა და იმ მიწაში არსებულ სხვა ბუნებრივ რესურსებს?

– თქვენს ორივე კითხვაზე პასუხს ერთ პერსონაჟამდე, ნათია თურნავამდე მივყავართ. წარმოიდგინეთ, ეს ქალი 1990-იანი წლებიდან, ქართული ეკონომიკის მართვის სადავეებთან დგას. იგი გახლდათ სახელგანთქმული ავანტიურისტისა და ქვეყნის მასობრივ გაღარიბება-გაძარცვაში ეჭვმიტანილი, ეკონომიკის მინისტრ ვანო ჩხარტიშვილის მოადგილე; იყო მასობრივი პრივატიზაციისა და სახელმწიფოს ქონების საყოველთაო განიავების მთავარი შემოქმედის – ეკონომიკის მინისტრ კახა ბენდუქიძის მოადგილე. ამჟამად, თავად აღზევდა სამინისტროს მთავარ სავარძელზე. სახელმწიფო სამსახურიდან თავისუფალ დროს უმაღლეს თანამდებობებზე მუშაობდა ძმები ბეჟუაშვილების კორპორაციაში, რომლის კისერზეც არის ათობით ტყიბულელი მეშახტის სიცოცხლე. იცვლებიან ხელისუფლებები, ნადგურდება ქვეყანა, სახელმწიფო ვერ ახერხებს ეკონომიკური სიდუხჭირის ალყის გარღვევას, არ გვაქვს სერიოზული, ხელმოსაჭიდი პროგრესი, მოსახლეობა 5 მილიონიდან 3 მილიონამდე მცირდება, ნათია თურნავა კი სულ მთავრობაშია, მდიდრდება, გავლენებს იხვეჭს, მას მორალურ პასუხსაც კი არ თხოვს არავინ!!!

შესაბამისად, სანამ კოლექტიურ ნათია თურნავას, ჩამორჩენილი და ფუნდამენტალისტური, ნეოლიბერალური ეკონომიკური ხედვების მქონე ადამიანებს, მხოლოდ საკუთარ შემოსავალსა და ძალაუფლებაზე დაგეშილ, ყველა მთავრობას დაქვემდებარებულ მოხელეებს თავიანთი მშობლების მიერ დატოვებულ ოროთახიან ბინებში არ დავაბრუნებთ, ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება! ნამახვანსაც ააშენებენ, კიდევ 150 ჰესსაც ჩადგამენ ჩვენს მდინარეებზე და განვითარების ელემენტარული რესურსიც აღარ გვექნება. მივიღებთ ჩვენი საზოგადოებისა და ბუნების განადგურების ხარჯზე გამდიდრებულ მოსახლეობის ერთ პროცენტს.

– რას ელით იმ მოლაპარაკებებიდან, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს ევროსაბჭოს პრეზიდენტის მედიატორობით? ოპოზიციის უმთავრესი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია და დაყაბულდება ხელისუფლება ამ მოთხოვნას?

– როგორი არის ჩვენი პოლიტიკური კლასი? ანუ როგორები არიან ჩვენი პოლიტიკოსები? მათ არ გააჩნიათ პრინციპები, პირველივე დაბრკოლებისას შეუძლიათ უღალატონ თავიანთ სიტყვას, მათთან ერთად შეუძლებელია ელემენტარულ სტაბილურობასა და გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბარი. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, მაქვს მოლოდინი, რომ მაღალი რანგის მედიატორი გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევს, რომელსაც პირველივე შესაძლებლობისთანავე, ძალაუფლების მოპოვების ან შენარჩუნების მოტივით, რომელიმე მხარე თავზე დაგვახევს. მაშასადამე, დიდი გარდაქმნების და ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს.

–  თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

– ჩემი აზრით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა  შესულიყო, ებრძოლა უკეთესი საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობისთვის… ვადამდელი არჩევნები რას შეცვლის? რომელიმე ახალი ძალა გამოჩნდება? უკეთეს არჩევნებს ჩავატარებთ? ღარიბაშვილის ნიკა მელიათი ჩანაცვლება რომელიმე ფუნდამენტურ პრობლემას გადაჭრის? კრიზისი შეწყდება? ყველა აღნიშნულ კითხვაზე ჩემი პასუხი უარყოფითია. ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ პოლიტიკურ ან საარჩევნო სისტემაში რაიმე შეიცვალა! ცვლილებების გარეშე მივიღებთ უარეს შედეგს, ორპარტიულ რეჟიმს, მხოლოდ „ნაცებს“ და „ქოცებს“, ასევე კოლექტიურ თურნავებს.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved