• რეკლამა
  • კონტაქტი
09:43, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უცნობი ფაქტები ლეგენდარულ მსახიობზე, რომელიც დღეს 72 წლის გახდა

ალია ავტორი - ალია
13:30 06-22-2021
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
ROME, ITALY - OCTOBER 20:  Meryl Streep walks a red carpet for 'Florence Foster Jenkins' during the 11th Rome Film Festival at Auditorium Parco Della Musica on October 20, 2016 in Rome, Italy.  (Photo by Vittorio Zunino Celotto/Getty Images)

ROME, ITALY - OCTOBER 20: Meryl Streep walks a red carpet for 'Florence Foster Jenkins' during the 11th Rome Film Festival at Auditorium Parco Della Musica on October 20, 2016 in Rome, Italy. (Photo by Vittorio Zunino Celotto/Getty Images)

Facebook-ზე გაზიარება
88

ამერიკელი ტელემსახიობი, კინოაკადემიის ჯილდოს, „ოსკარის“ სამგზის ლაურეატი, ლეგენდარული მერილ სტრიპი იუბილარია.

მსახიობს 72 წელი შეუსრულდა დღესდღეობით ძნელად წარმოსადგენია არსებობდეს კინომოყვარული, რომელიც პატივს არ სცემს მის უსაზღვრო ტალანტს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მანამდე, სანამ მერილი ცნობილი მსახიობი გახდებოდა, ის ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სასტუმროში მიმტანად მუშაობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლეგენდარული მსახიობის ნამდვილი სახელი მერი ლუიზა სტრიპია. მერილი კი მამის მიერ შერქმეული მეტსახელია. სტრიპს სახელი დედის და ბებიის, ასევე დედამისის საუკეთესო მეგობრის პატივსაცემად დაარქვეს.

მერილ სტრიპი
მერილ სტრიპი

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ დაწყებით სკოლაში მერილი ბულინგის მსხვერპლი იყო. მას გარეგნობის გამო თანაკლასელები ხშირად დასცინოდნენ.

„შავი და უხეში თმა მქონდა, უსწორმასწორო კბილებისა და დიდი სათვალეების წყალობით ყოველთვის ვიქცევდი  ყურადღებას“,- იხსენებს მსახიობი.

თუმცა, გამოსაშვებ საღამომდე სტრიპი ქერათმიან ლამაზმანად იქცა, მან სათვალეები ლინზებით ჩაანაცვლა და მეტიც, საღამოს დედაფალიც კი გახდა.

მერილ სტრიპი
მერილ სტრიპი

სხვა საინტერესო ფაქტები მერილ სტრიპზე:

  • მერილ სტრიპი ამერიკის კინოაკადემიის ისტორიაში ძირითად სამსახიობო ნომინაციებში ყველაზე ხშირად ნომინირებული მსახიობია.სტრიპის ანგარიშზეა 21 ნომინაცია და 3 „ოსკარი“. ხოლო „ოქროს გლობუსზე“ ის 30-ჯერ იყო ნომინირებული.
მერილ სტრიპი
მერილ სტრიპი
  • მერილ სტრიპის სამი ქალიშვილიდან ორი, მიმი და გრეისი, საკმაოდ წარმატებული მსახიობები არიან. მიმი გამერი, შესაძლოა, გახსოვდეთ სერიალიდან „კარგი ცოლი“, ხოლო გრეისი „ამერიკული საშინელებათა ისტორიიდან“.
  • აშშ-ში 27 მაისი მერილ სტრიპის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 27 მაისს ამერიკაში ლეგენდარული მერილ სტრიპის დღეს აღნიშნავენ. ეპიცენტრი კი, რა თქმა უნდა, ლოს-ანჯელესია, სადაც  გამოფენები და კინოჩვენებები ეწყობა.
  • 2014 წელს ბარაკ ობამამ მერილი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.
მერილ სტრიპი
მერილ სტრიპი
  • კარიერის დასაწყისში, კინგ-კონგის კასტინგზე მისულს პროდიუსერმა მას მახინჯი ქალი უწოდა.
  • 1965 წელს ის The Beatles-ის კონცერტს დაესწრო და ხელში პოსტერი წარწერით „მე მიყვარს პოლი“ ეჭირა.
მერილ სტრიპი The Beatles-ის კონცერტზე
მერილ სტრიპი The Beatles-ის კონცერტზე
  • სტრიპის პირველი სიყვარული მსახიობი, ჯონ კაზალე მერილზე 13 წლით უფროსი იყო. წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა სტრიპის სახელი არაფრისმთქმელი იყო. ურთიერთობის 2 წლის თავზე კაზალე სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც მამაკაცს დიაგნოზი დაუსვეს, სტრიპმა შვებულება აიღო, რათა საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფილიყო. როგორც ამბობენ, მერილ სტრიპი მასთან ბოლო წუთამდე იმყოფებოდა და ამ ამბის შემდეგ ხანგრძლივი დეპრესია ჰქონდა. როგორც სხვადასხვა გამოცემები წერდნენ, ამ ტრაგიკულმა ამბავმა მერილზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და მეტიც, ის ამ თემაზე არასდროს საუბრობს.
  • მერილ სტრიპმა აღიარა, რომ „ეშმაკი ატარებს პრადას“ გადაღებისას თავს უბედურად გრძნობდა. როგორც მსახიობი ამბობს, ის ბოლომდე ცდილობდა როლში შესულიყო და ყინულის ბოსი ეთამაშა.

„ეს საშინელება იყო. დეპრესიაში ვიყავი. თუმცა, ალბათ ეს ის ფასია, რასაც ბოსად ყოფნის დროს იხდი“,- ამბობს მერილი.

მერილ სტრიპი

წყარო – პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved