• რეკლამა
  • კონტაქტი
09:43, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,უცხოური აგენტების” კანონმა საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობები შეწყვიტა, ეს ქმედებები სახეში აფურთხებს ქართველ ხალხს” – კონგრესმენი ტომ კინი

ალია ავტორი - ალია
23:45 07-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
391

ბოლო წლებში “ქართულმა ოცნებამ” დაუშვა, რომ მომხდარიყო მავნე ელემენტებით მისი „ინფილტრაცია“, დაიწყო დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმები, რუსეთსა და ჩინეთთან უფრო ახლო ურთიერთობების ძიება, – ამის შესახებ კონგრესმენმა ტომ კინმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ბოლო ქმედებები იმედგამაცრუებელია.

“შავი ზღვის მეორე მხარეს, საქართველო, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ძალიან განსხვავებულ გზას გაყვა, ვიდრე მოლდოვა. მას შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქართველმა ხალხმა მტკიცედ აჩვენა, რომ სურდა კორუფციის აღმოფხვრა, ქვეყნის საბჭოური წარსულის გადაგდება, აშშ-სა და ევროპასთან უფრო ახლო ურთიერთობების დამყარება.

ქართველები იბრძოდნენ და სისხლი დაღვარეს არა მხოლოდ 2008 წელს რუსეთის აგრესიული ომისგან საკუთარი ქვეყნის დასაცავად, არამედ ამერიკელი ჯარისკაცების გვერდითაც. საქართველო ნატო-ს არაწევრი ქვეყანა იყო, რომელმაც ჯარისკაცები გაგზავნა ავღანეთში.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის – “ქართული ოცნების” – ბოლო ქმედებები ამდენად იმედგამაცრუებელია. ბოლო წლებში “ქართულმა ოცნებამ” დაუშვა, რომ მომხდარიყო მავნე ელემენტებით მისი ინფილტრაცია, დაიწყო დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმები, რუსეთსა და ჩინეთთან უფრო ახლო ურთიერთობების ძიება”, – განაცხადა კინმა.

მისი თქმით, “უცხოური აგენტების” კანონის მიღებით საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობები შეწყდა და ეს ქმედებები ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა.

“მაისში საქართველოს მთავრობამ ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონი მიიღო საქართველოს დასავლელი პარტნიორების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მათ შორის წერილის, რომელიც თავმჯდომარე მაკკოლმა [რესპუბლიკური პარტია] და ერთ-ერთმა ლიდერმა, მიკსმა [დემოკრატიული პარტია] შეადგინეს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ მე და ბევრმა ჩემმა კოლეგამ აქ.

არ შეგეშალოთ, საქართველოს “უცხოური აგენტების” კანონმა საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობები შეწყვიტა. ეს ქმედებები საქართველოს ათწლეულების განმავლობაში დიდ ბრძოლაში მოპოვებული პროგრესის შემოტრიალების საფრთხეს ქმნის და სახეში აფურთხებს ქართველ ხალხს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს”, – განაცხადა კინმა.

,,ინტერპრესნიუსი”

თეგები: ტომ კინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved