• რეკლამა
  • კონტაქტი
06:36, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უცხოელებს საქართველოში იმდენივე აქვთ ხელფასი, რამდენიც ქართველებს, კვალიფიკაციის მიხედვით“ – დამსაქმებელთა ასოციაცია

ალია ავტორი - ალია
10:59 04-03-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

საქართველოში კადრების დეფიციტის აღმოფხვრას ბიზნესი უცხოელების დასაქმებით ცდილობს. დასაქმებული უცხოელები კი იგივე ანაზრაურებაზე მუშაობენ, რაზეც იმავე პროფესიის საქართველოს მოქლაქეები – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ელგუჯა მელაძემ განუცხადა.

როგორც ცნობილია, საქართველოში არსებობს და არსებობდა ტენდენცია, რომ თითქოს უცხოეთიდან სამუშაოდ შემოსულ პირებს იმაზე დაბალი ხელფასი აქვთ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს, რის გამოც ხშირად დამსაქმებლები უცხოელების აყვანას ამჯობინებდნენ.

თუმცა როგორც ელგუჯა მელაძე ამბობს, უცხოელები საქართველოში იმ ხელფასზე მოდიან, რაც საქართველოშია და სწორედ ამ ნორმებზე არიან თანახმა.

„საქართველოში თურქები, აზერბაიჯანლები და უკვე უკრაინელებიც იმ თანხებზე სამუშაოდ მოდიან, რაც ჩვენთან ნორმადაა მიჩნეული, კვალიფიკაციის შესაბამისად. ისინი ახერხებენ დასაქმებას ისეთ სფეროებში, სადაც ყველაზე მეტად გვაკლია პროფესიონალი კადრები. ესენია სოფლის მეურნეობის და სამშენებლო ტექნიკის ოპერატორები, რასაც აუცილებლად სჭირდება პროფესიული განათლება. ასევე ინჟინრები, თუნდაც მანქანის შემკეთებლები და ა.შ.“, – ამბობს ელგუჯა მელაძე.

ამის გარდა, ელგუჯა მელაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველა საშუალებაა იმისთვის, რომ ნებისმიერმა მსურველმა მიიღოს შესანიშნავი პროფესიული განათლება და შეავსოს ის ადგილები, რომლებსაც დამსაქმებელი უცხოელი მუშა-ხელის ხარჯზე ავსებს.

„საქართველოში არსებობს ყველა საშუალება, რომ ადამიანი კარგი სპეციალისტი გახდეს, თუნდაც მანქანის შემკეთებელი. კარგ ხელოსანთან ყოველთვის რიგებია, უნდა ჩაეწერო. სადაც პროფესიონალიზმია, იქ რეკლამაც კი აღარაა საჭირო. შეიძლება ადამიანი კარგი მზარეულიც იყოს, ამ მიმართულებითაც მრავალი უცხოელი საქმდება.“, – განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თუ საქართველოში ადამიანები რეალურად დაიწყებენ სხვადასხვა სპეციალობაზე დაუფლებას და შეიძენენ ახალ-ახალ პროფესიებს, მათ არასდროს გაუჭირდებათ საქართველოში სამსახურის პოვნა და მეტიც, მათ აღარ მოუწევთ ემიგრაციაში წასვლა ლუკმა-პურის საშოვნელად.

„სადაც არის კვალიფიკაცია, იქ მაღალი ხელფასია. კონკურენციაა დამსაქმებლებს შორის, თუ ვინ რამდენ სპეციალისტს აიყვანს და შესაბამისად, ვინც მეტს უხდის კანდიდატს, ისიც იმასთან წავა სამუშაოდ. ამავე მიზეზით აქვთ უცხოელებს არანაკლები ხელფასები. თუ კომპანიას მაღალკვალიფიციური თანამშრომელი ეყოლება, ის მეტსაც გაყიდის, თავისი პროდუქციის ფასსაც გაზრდის და ეს ხელფასის ზრდაზეც აისახება. ამ გზით აუცილებლად შემცირდება ემიგრაციაში წამსვლელების რიცხვიც“, – განაცხადა ელგუჯა მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved