ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გოა ბარამიძე, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს, ირმა ინაშვილს პასუხობს და წერს:
უტიფარი მატყუარა ხარ!
არაფრის არ გრცხვენია!
როგორც ცოცხები მოიგონეთ, ბავშვის ქვევრში დახრჩობა დაგვაბრალეთ, სანდრას ორგანოებით ვაჭრობა და უამრავი ასეთი, ჰაერიდან (უფრო სწორად მოსკოვიდან) მოტანილი ტყუილები, ისეთიბე მტკნარი სიცრუეა ის რასაც აქ ყვები, ყველაფერი!
გარდა იმისა რომ ჭუბერზე მართლა გადმოვიარე და სრულიად გამართული ავტომატი (და არა ტყვიამფრქვევი) მტერს არ დავუტოვე, ისევე როგორც ყველა ქართველმა მეომარმა გააკეთა ეს!
საჭმლის თემას რაც შეეხება, შენი ბინძური ტყუილის გასამძაფრებლად, ბარებ კიდევ უარესიც გეთქვა, მაგალითად რომ მე ბავშვებს იქეთ ვართმევდი საჭმელს ან ხალხს ვაყაჩაღებდი.
უფრო დრამატული და მეტად ბინძური ტყუილი იქნებოდა და იქნებ ეგეც ვინმეს დაეჯერებინა!მიშას რაც შეეხება, მას არასდროს უთქვამს რომ ტყვეების გაცვლას თვითონ ახდენდა.
ამას მე და ზაქარეიშვილი ვაკეთებდით, ყველა გვეხმარებოდა როგორც შეეძლო და ბუნებრივია მიშაც მათ შორის.
ბესლანკობახიასთან საუბარი რომ გაუშვი, მიშა არ მახსოვს ტყვვბის გაცვლაშიო, მიშას მასთან შეხება არც ექნებოდა, ცხადია ჩემს შესახებაც კითხავდი და ალბათ ის რომ არ გიპასუხა რაც თქვენს ბინძურ პროპაგანდას სჭირდება, არ გაუშვი.
აბა კობახიას რომ ეთქვა არც ბარამიძესთან მქონია შეხებაო, ხომ ააფრიალებდი ჩემს საგინებლად⁉️
იმ აფხაზ სეპარატისტს მეტი ღირსება აქვს ვიდრე თქვენ, რუსების მონებს და წართული გვარის მქონე რუსებს გაქვთ!შენ და შენი რუსი პატრონები, ვიღაცას კიდევ მოატყუებთ, მაგრამ ქართველი ხალხის უმრავლესობამ ამ 14 წლის განმავლობაასი კარგად გაგიცნოთ ვინც ხართ და რისი მკადრებლები ხართ.
ამიტომ სიმართლე გაიმარჯვებს და თქვენი სიბინძურე და უნამუსო ტყუილები დამარცხდება, ისევე როგორც მთელი თქვენი რუსქოცური ბანდა!
,,ყველა ვეტერანმა იცის, რომ აფხაზეთის ომში გია ბარამიძე რეალურად არ იბრძოდა“ – ირმა ინაშვილი











კომენტარები