ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნატო-უკრაინის სამიტის მოწვევას გეგმავს.
უნგრეთი უკრაინასთან სამიტის მოწვევის წინააღმდეგია, თუმცა სტოლტენბერგი აპირებს, რომ სამიტი აპრილში მოიწვიოს.
„რაც შეეხება უკრაინა-ნატოს სამიტს, ჩემი გეგმა არის, რომ რამდენიმე კვირაში მოვიწვიოთ შეხვედრა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, ბოლო 6 წლის განმავლობაში უნგრეთი ნატო-უკრაინის შესაძლო სამიტის გამართვას მუდმივად ბლოკავს.
„პია,ჯი“
კომენტარები