„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
“ბელორუსიის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ე. წ. აფხაზეთის დელეგაცია მიიღო და პრეზიდენტ ბჟანიას ასე მიმართა: “როგორც იქნა, მინსკამდე ჩამოაღწიეთ. სალაპარაკო ბევრი გვაქვს. იცით, რომ ჩვენ მუდამ დაინტერესებული ვიყავით თქვენს მშვენიერ ქვეყანასთან თანამშრომლობით”.
წლების წინ ლუკაშენკოს მიმართ დადებითად ვიყავი განწყობილი, თუნდაც კოვიდ ისტერიასთან დაკავშირებით სწორი პოზიციის გამო, თუმცა ვინც ჩემს ქვეყანას პატივს არ სცემს და მტრობს, ჩემი მტერია. ამიტომ ჩვენც აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ ამ ძაღლისშვილს, მხოლოდ საპროტესტო ნოტა ძალიან რბილი პასუხი იქნება…”
კომენტარები